ახალი ამბები

წულუკიანმა კორკელიას სტრასბურგის კანდიდატების სიის ჩავარდნის გამო პასუხი მოსთხოვა

26 აგვისტო, 2017 • 12025
წულუკიანმა კორკელიას სტრასბურგის კანდიდატების სიის ჩავარდნის გამო პასუხი მოსთხოვა

სტარბურგის მოსამართლეების შემრჩევი სპეციალური სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროსაბჭოში საქარველოს ყოფილ მუდმივ წარმომადგენელს, კონსტანტინე კორკელიას ჰკითხა, თუ რა როლი ჰქონდა მას, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბმლეამ საქართველოდან წარდგენილი სამპირიანი სია ჩააგდო.

საქმე ეხება 2017 წლის იანვარში ევროსაჭოს მიერ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდისატების სიის (ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე) ჩაგდებას.

თეა წულუკიანმა კონსტანტინე კორკელიას მიმართა, რომ როდესაც ასეთი წონიანი ელჩი იყო, ისიც უნდა მოეხერხებინა, რომ სამპირიანი სია არ ჩავარდნილიყო – “როდესაც ხართ ასეთი წონიანი ელჩი, ისიც უნდა მოახერხოთ, რომ სამკაციანი სია არ ჩავარდეს”.

მინისტრი ასევე დაინტერესდა,  რაიმე ხომ არ “დააკლო” კორკელიამ ამ პროცესს. წულუკიანმა გასაუბრებისას ასევე მიმართა ყოფილ ელჩს, თვლიდა თუ არა ის კონკურენტად წარდგენილ სამპირიან სიას, რადგანაც კორკელიაც აპირებდა მაშინ კონკურსში მონაწილეობას.

“ინტერესთა კონფლიქტი გქონდათ,აშკარად ამ სიისადმი” – უთხრა კორკელიას გასაუბრებაზე წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა მას ასევე ჰკითხა, რა როლი ჰქონდა ამ პროცესში.

ამაზე კორკელიამ უპასუხა, რომ “მკაცრად აქვს გამიჯნული სამსახურებრივი უფლებამოსილება და კონკურსში მონაწილეობა”.

რაც შეეხება მის როლს ევროპის საბჭოში, კორკელიამ განაცხადა, რომ ელჩის როლი საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით უკიდურესად შეზღუდულია და “პარლამენტარები მხოლოდ პარლამენტარებს ელაპარაკებიან”. მისივე თქმით, როდესაც საჭირო იყო პარლამენტართან მისი შეხვედრა, გაუკვირდათ კიდეც, რადგანაც ელჩები პარლამენტარებს არ ხვდებიან.

წულუკიანმა მას ასევე ჰკითხა, ჰქინდა თუ არა კომუნიკაცია კომიტეტის სამდივნოსთან, რათა აეხსნა, თუ როგორ ჩატარდა კონკურსი ქვეყანაში,

კორკელიას თქმით, იგი მართლაც დაუკავშრდა ადმინისტრაციის წარმომადგენელს და აუხსნეს, რომ კანდიატების საკითხს არა სამდივნო, არამედ ობიექტური შემფასებლები წყვეტდნენ.

წულუკიანმა კორკელიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ელჩი ძალიან აქტიურია და მას შეხვედრაზე უარს არავინ ეუბნება.

კომისიას ბოიკოტს უცხადებს “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. მათი განცხადებით, კომისიაში ხელისუფლების მხრიდან ჩართული წევრების შეფასებები ეფუძნებოდა არა განსაზღვრულ კრიტერიუმებს, არამედ მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას. შესაბამისად, კოალიცია თვლის, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად ეკარგება აზრი კომისიის მუშაობაში ჩართულობას. ასევე, კომისიაში ჩართვაზე უარი თქვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.

საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ამ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი