ახალი ამბები

ადვოკატი: თანასწორობის მოძრაობის ორ წევრს პოლიციაში დამამცირებლად მოექცნენ

25 აგვისტო, 2017 • 2170
ადვოკატი: თანასწორობის მოძრაობის ორ წევრს პოლიციაში დამამცირებლად მოექცნენ

ადვოკატ სალომე ღოღობერიძის თქმით, თანასწორობის მოძრაობის ორი წევრს პოლიციამ ჰომოფობიის ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა.

ადვოკატის დღეს, 26 აგვისტოს, შეხვდა ბათუმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში დაკავებულებს. ისინი ამბობენ, რომ 26 აგვისტოს, გამთენიისას, თავს დაესხნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები.

ადვოკატის თქმით, “თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბერიანიძემ უთხრა, რომ ბათუმის ბულვარში ყოფნის დროს მას და მის მეგობრებს სცემეს უცხო პირებმა, რის შემდეგაც ბერიანიძემ გამოუძახა პოლიციას. თუმცა პოლიციამ არაფერი იღონა მათ დასახმარებლად.

ადვოკატის თქმით, თორნიკე კუსიანმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს მეგობრებისგან მოშორებით იდგა, რა დროსაც ხმაური გაიგო და მათთან მივიდა. მისი თქმით,  ერთ-ერთ ტრასგენდერ მეგობარს კისერზე სისხლის კვალი ეტყობოდა.

ადვოკატის თქმით, კუსიანიც აცხადებს, რომ პოლიცია უყურებდა, როგორ სცემდნენ მათ უცხო პირები.

ადვოკატის თქმით, ორივე აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს ჰომოფობიურ ნიადაგზე თანამშრომლებმა მანქანაში სიტყიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ეუბნებოდნენ, რომ მათნაირები არ უნდა არსებობდნენ.

განყოფილებაში ყოფნის დროს ისინი პოლიციელებმაც სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ აიძულეს, რომ ტანსაცმელი გაეხაედათ თითქოს შემოწმების მიზნით. რაც მათთვის დამამცირევბელი იყო, ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, მათ მოითხოვეს სამედიცინო შემოწმება, ექიმებმა ასევე მოსთხოვეს გაშიშვლება და ჩაწერეს, რომ ნაკაწრები აღენიშნებოდათ.

ადვოკატის თქმით, ბერიანიძეს ცხვირიდან აქვს სისხლდენა, თვალი აქვს ჩაშავებული, ხელებზე ეტყობა ძალადობის კვალი, მუხლებზე კანი აქვს დაზიანებული.

ხოლო თორნიკე კუსიანს თვალი ჩაშავებული აქვს და აცხადებს, რომ, ნეკნები და მხარი სტკივა ცემის გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გამოძახება პოლიციაში შევიდა ჩხუბის შესახებ. მათ ორი პირი დააკავეს, თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი წინააღმდეგო გაწევის) მუხლების მიხედვით.

ამავე დროს, პოლიცია  აცხადებს, რომ დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიცია ამბობს, რომ ეს გამოძიება ბერიანიძის და კუსიანის ჩვენების მიხედვით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი