13227661_1267328723285061_1141434273027051972_o

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის სხვადასხვა უბანში იცხოვრებს

თბილისის მერობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან”, ელენე ხოშტარია წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის სხვადასხვა უბანში აპირებს ცხოვრებას. მოტივაციის შესახებ ხოშტარიამ ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან ისაუბრა.

“მე მზად ვიყავი იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება პიარად ან პოპულიზმად შეფასებულიყო, თუმცა ვხედავდი, რომ მოსახლეობასთან 5, 10-წუთიანი, თუნდაც 1-საათიანი შეხვედრები არ არის საკმარისი იმ ნდობის აღსადგენად, რომელიც ადამიანების მხრიდან პოლიტიკოსების მიმართ აღარ არსებობს. წინასაარჩევნო დაპირებები ადამიანების მხრიდან მორიგ ტყუილად აღიქმება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანებთან ურთიერთობები დავამყაროთ და მოვლენებს მათი გადმოსახედიდან შევხედოთ. სწორედ ეს იყო მოტივაცია”, – ამბობს ხოშტარია, რომელმაც თავისი ინიციატივის განხორციელება გლდანიდან დაიწყო.

რაც შეეხება იმას თუ როგორ არჩევეს იგი სახლებს, სადაც უნდა იცხოვროს, ხოშტარია ამბობს, რომ შესაბამისი შეთავაზებები და მიპატიჟება მოსახლეობისაგან კარდაკარის პერიოდში მიიღო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com