შიშველი მამაკაცი ანაკლიის პლაჟზე. ფოტო: livepress.ge

GEM FEST-ის სტუმარი, რომელიც პლაჟზე შიშველი გავიდა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცი, რომელიც ანაკლიის პლაჟზე, GEM FEST-ის ტერიტორიაზე შიშველი გადაადგილდებოდა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი – ეს არის წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

ფოტომასალა შიშველი მამაკაცის ანაკლიის პლაჟზე გადაადგილების შესახებ გამოცემა ლაივპრესმა გაავრცელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი