ახალი ამბები

ფოტოები მიწისძვრის შემდეგ – 2 დაღუპული და 200 დაშავებული ეგეოსის კურორტებზე

21 ივლისი, 2017 • 4977
ფოტოები მიწისძვრის შემდეგ – 2 დაღუპული და 200 დაშავებული ეგეოსის კურორტებზე

ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულ კოსსა და თურქეთის ქალაქ ბოდრუმის მიმდებარედ 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა.

The Guardian ადგილობრივ წყაორებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საბერძენთში დაშავებულია დაახლოებით 120 ადამიანი, ხოლო თურქეთში – 70.

მიწისძვრა მოხდა განთენიისას. მისი ეპიცენტრი იყო ეგეოსის ზღვაში 10 კილომეტრის სიღრმეში ზღვის ფსკერიდან. ეპიცენტრი 10 კილომეტრით იყო დაშორებული ქალაქ ბოდრუმიდან და 16 კილომეტრით კუნძულ კოსიდან.

The Guardian-ის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა კუნძულ კოსზე, ისინი უცხოელები იყვნენ და შენობის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ. მიწისძვრა საკურორტო ზონაში ტურისტულ სეზონს დაემთხვა.

მიწისძვრა ბოდრუმსა და კოსში

მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობამ ღამე ქუჩაში გაათია. კოსის აეროპორტში ათენისკენ მიმავალი და ათენიდადნ მომავალი 4 რეისი გაუქმდა მიწისძვრის გამო.

Anadolu Agensy-ის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაახლოეით 40-ჯერ დაფიქსირდა მცირე ბიძგები. მედიის ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ნგრევა მიწისძვრას არ გამოუწვევია.

თურქეთის მედიის ცნობით, ბოდრუმის ტერიტორიაზე მიწისძვრამ ზღვის დონის ამაღლება გამოწივია და ახლაც რჩება ზღვის დონე მომატებული. ზღვის დონის მომატებამ ნავები და სხვა ტრანსპორტი დააზიანა.

მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ეკლესია კუნძულ კოსზე. 21.07.2017 credit: EPA/GIANNIS KIARIS მაშველები მუშაობენ მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ შენობასთან. საბერძნეთი. 21.07.2017 credit: EPA/GIANNIS KIARIS მიწისძვრის შემდეგ დახლებიდან ჩამოყრილი ბოთლები სასმელების მაღაზიაში კუნძულ კოსზე, საბერძნეთი. 21.07.2017 credit: EPA/GIANNIS KIARIS ხალხი უყურებს დაზიანებულ მანქანას, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ადიდებულმა ზღვამ წაიღო. 21.07.2017 credit: EPA/ALI BALLI/ANADOLU AGENCY მიწისძვრის შემდეგ, ხალხი ღამეს ათევს ქუჩაში. 21.07.2017 credit: EPA/MUSTAFA CIFTCI/ANADOLU AGENCY მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ნავები ეგეოსის ზღვაში, მუგლა, ბოდრუმის პროვინცია. 21.07.2017 credit: EPA/YASAR ANTER/DOGAN NEWS AGENCY VI

მასალების გადაბეჭდვის წესი