ახალი ამბები

ჯანი ბუკიკიო: საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა

16 ივნისი, 2017 • 2746
ჯანი ბუკიკიო:  საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას მხარი დაუჭირეს.

ეს განცხადება ჯანი ბუკიკიომ დღეს, 16 ივნისს, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ მომზადებულ ვენეციის კომისიის დასკვნაზე იმსჯელეს.

“კონსტიტუციური რეფორმა არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი. როგორც რამდენჯერმე აღვნიშნე, 90-იანი წლებიდან ჩვენ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ უკეეთესი კონსტიტუციისთვის. ახლა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა. არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მისასვლელად სწორ გზაზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი გამოძებნის საუკეთესო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის… თქვენ გჭირდებათ რაც შეიძლება, ფართო კონსენსუსი და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ყველაზე ფართო კონსენსუსის მისაღწევად. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ყოველთვის იდეალური სამყარო არ არის, ყოველთვის არსებობს დაძაბულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება,”- განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი