ახალი ამბები

ჟურნალისტების მოულოდნელი პროტესტი კომიტეტის სხდომაზე [ფოტო/ვიდეო]

6 ივნისი, 2017 • 40162
ჟურნალისტების მოულოდნელი პროტესტი კომიტეტის სხდომაზე [ფოტო/ვიდეო]

დღეს ჟურნალისტებმა თავიანთი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია გამართეს. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოულოდნელად ჩამოიცვეს თავზე ტომრები.

როგორც ცნობილია, აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ თბილისიდან ბაქომდე სწორედ თავზე ტომარაჩამოცმულმა იმგზავრა, მას შემდეგ, რაც ის საქართველოს დედაქალაქიდან გაიტაცეს.

ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტი აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად, 6 ივნისი 2017 © გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

“კეთილი. ჩვენთვის თქვენი გზავნილი გასაგებია და ჩვენც, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, მოწოდებული ვართ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება”, – ასე უპასუხა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტების პროტესტს.

ამის შემდეგ ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა დააყენა კომიტეტში აფგან მუხთარლის საქმეზე მსჯელობის საკითხი. მისი თქმით, კომიტეტს “ჟურნალისტის გატაცების” საქმეზე საკუთარი ინიციატივით ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც უნდა დაებარებინა.

“მე მოვითხოვ ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმას”, – თქვა რატიანმა.

უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტების პერფორმანსს ლეგიტიმური უწოდა. თუმცა, მისი თქმით, პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ დროზე ადრე დასკვნების გაკეთებისაგან.

“არსებობს გარკვეული ინსტიტუციური ფორმები, რასაც ჩვენ უნდა დაველოდოთ”, – თქვა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკოსები გამოძიებას უნდა დაელოდონ, რათა დასკვნების გასაკეთბლად საჭირო ინფორმაცია მიიღონ.

“ნუ გადავაქცევთ ამ საკითხს შოუდ და პოლიტიკური ქულების დასაწერად ნუ გამოვიყენებთ ამ მძიმე თემას”, – ასე უპასუხა სოფიო კილაძემ სერგო რატიანს.

საბოლოოდ მუხთარლის საკითხი კომიტეტის დღის წესრიგში არ ჩასვეს.

“შოუს დადგმის უფლებას არ მოგცემთ”, – უთხრა კილაძემ რატიანს.

2 ივნისს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდამჭერებმა თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან აქციები გამართეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ შესაბამისი განცხადებაც ჩააბარეს პარლამენტში, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. მანამდე ჟურნალისტები იმავეს ითხოვდნენ სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაურისგან, თუმცა, უშედეგოდ

მასალების გადაბეჭდვის წესი