ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

28 მაისი, 2017 • 4034
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა.

გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა  ხუთი კანდიდატი, რომლელთაც ყველაზე მაღალი ქულა დაუგროვდათ:

1.  ლადო ჭანტურია – 5
2. სოფიო ჯაფარიძე – 4.69
3. შოთა გეწაძე – 3.85
4. თამარ ალანია – 3.77
5. ირაკლი დონდოლაძე – 3.69

დადგენილი წესის მიხედვით, სია გენდერული ნიშნით შედგა. იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა კაცი და ქალი კანდიდატების ქულები, რომელთა საფუძველზეც მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ხუთკაციანი სია შედგა:

63

13 წევრისგან შემდგარი შესარჩევი კომისიის შემადგენლობა

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;

საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე  − ზაზა ხატიაშვილი;

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე;

სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული;

კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი