ახალი ამბები

მურუსიძე: სააპელაციო სასამართლოში ჯერ არც ერთი საქმე არ განმიხლავს

1 მაისი, 2017 • 2487
მურუსიძე: სააპელაციო სასამართლოში ჯერ არც ერთი საქმე არ განმიხლავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ დღეს, 1 მაისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არც ერთი საქმე არ განუხილავს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის პერიოდში. მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში დაინიშნა.

“არც ერთი საქმე არ მაწერია. მაგრამ მაქვს განხილული ათასობით საქმე, როდესაც ვიყავი უზენაეს სასამართლოში. როდესაც მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აღარ ვიქნები, ეს იქნება ივნისიდან, მაშინ დააკვირდით ჩემს საქმიანობას. ლევან მურუსიძე დაიწერს იმ რაოდენობით საქმეებს, რა რაოდენობით საქმესაც იწერენ სხვა მოსამართლეები. არსებობს ქვეყნები, მაგალითად, ესპანეთი, რომ როდესაც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის დროებით ჩამოშორდება სამოსამართლო სამიანობას და გადართულია მთლიანად საბჭოს საქმიანობაზე,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებების თანახმად, ლევან მურუსიძე, შესაძლოა, უვადოდ დაინიშნოს მოსამართლედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი