ახალი ამბები

პენტაგონმა ISIS–ის წინააღმდეგ ავღანეთში ყველაზე მძლავრი ბომბი გამოიყენა

13 აპრილი, 2017 • 3090
პენტაგონმა ISIS–ის წინააღმდეგ ავღანეთში ყველაზე მძლავრი ბომბი გამოიყენა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ISIS–ის პოზიციების გასანადგურებლად ყველაზე მასიური GBU-43 ბომბი გამოიყენა. ეს ინფორმაცია პენტაგონმა უკვე დაადასტურა.

როიტერსის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი სიმძლავრის ბომბი იქნა თავდასხმისთვის გამოყენებული. პენტაგონის პრესსპიკერის, ადამ სტამპის თქმით, ბომბი MC-130 ავიამზიდიდან იქნა ნასროლი. გამოყენებული ბომბის წონა 9.5 ტონაა. ასეთი სიმძლავრის გამო  ცნობილია “ბომბების დედის” სახელით.

ბომბი იმ გვირაბების გასანადგურებლად იქნა ნასროლი, რომელსაც ISIS–ის მებრძოლები გაადგილებისთვის იყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი