ახალი ამბები

NDI-ს კვლევა: 47% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

11 აპრილი, 2016 • 1208
NDI-ს კვლევა: 47% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი უქმნის.

გამოკითხულთა 8% ფიქრობს, რომ ასეთ საფრთხეს საქართველოს ტერორისტული გაერთაინება “ისლამური სახელმწიფო უქმნის”, 7% აშშ-ს ასახელებს, თრქეთი – 5%, ნატო – 2%.

ხოლო 27% აცხადებს, რომ არ იცის, რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უქმნის საქართველოს ყველაზე დიდ საფრთხეს.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 11 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

2016-04-11_001012

მასალების გადაბეჭდვის წესი