ახალი ამბები

შალვა რამიშვილი: “იმედთან” ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა

5 აპრილი, 2016 • 2370
შალვა რამიშვილი: “იმედთან” ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა

შალვა რამიშვილსა და ტელეკომპანია “იმედს” შორის საქმიანი ურთიერთობა დასრულებულია. ამის შესახებ რამიშვილი ფეისბუკზე წერს:

“იმედთან” ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა.

დღეს იმ კომპანიამ, რომელიც “იმედის” დაკვეთით ამზადებს “ილო ბეროშილის შოუს”, “ერთხელ საქართველოში” , ეთერში ჯერ არ გასულა სერიალს “2 გოგოს” უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა “პოლიტიკაში” “იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.
შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად “პოლიტიკას” . კვირას ვერ გავა “ილო ბეროშილის შოუ” , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.

ვაპირებ ვითარების გარკვევას”, – წერს რამიშვილი.

შალვა რამიშვილი ტელეკომპანია “იმედში” მუშაობის დაწყებამდე იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მანამდე- გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში.  გარდა “იმედისა”,შალვა რამიშვილს ნამუშევარი აქვს ტელეკომპანია “მაესტროში”, 202-ში და რადიო 105-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი