საზოგადოება

გამოკითხულთა 89% ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგია

10 ივლისი, 2012 • 2178
გამოკითხულთა 89% ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგია

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ წარადგინა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელთაგან ერთ-ერთი  ცვლილება ითვალისწინებს ქორწინებების აკრძალვას ერთი სქესის ადამიანებს შორის. იცოდით თუ არა ამის შესახებ?

გამოკითხულთა 59% ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, 35 %–მა იცოდა ამის შესახებ, ხოლო 6 % ამბობს, რომ არ იცის.

ამასთან, კითხვაზე, მხარს დაუჭერთ თუ არა ცვლილებას, რომელიც აკრძალავს ქორწინებას ერთი სქესის ადამიანებს შორის, 89% პასუხობს “დიახ”,  6%– “არა”, ხოლო 4%-მა “არ იცის”.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) მედიას ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები  თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში” 10 ივლისს წარუდგინა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი