საიას თავმჯდომარის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საიას თანამშრომელსა და აჭარის მთავარ სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი უტყუარი ვიდეომასალა განადგურდა.

                                                                                                                                                   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კახა კოჟორიძის განცხადებით, როგორც ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ობიექტის “ბათუმის სახლის” მფლობელი საბირ ნურიევი აღნიშნავს, მასთან მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებმაც წაშალეს ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერები:

 

“ჩვენი ინფორმაციით, ჯერ კიდევ არსებობს სამოქალაქო პირების შენობაში შესვლის ამსახველი ვიდეომასალა, რასაც “ბათუმის სახლის” მფლობელი ჟურნალისტებს არ აძლევს პოლიციის შიშის გამო. აღნიშნული მტკიცებულების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საიას თანამშრომლები ცდილობენ ამ ჩანაწერით სამართალდამცავების დაინტერესებას ჩანაწერზე არსებული ინფორმაციის დაცვის მიზნით. “

 

კახა კოჟორიძის განცხადებით, ამ დროისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენეარლური ინსპექციის დავალებით, საიას მოთხოვნის საპასუხოდ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რათა ამოეღოთ “ბათუმის სახლში” კონკრეტული პირების მისვლის ამსახველი ჩანაწერი:

 

“როგორც აღვნიშნეთ, მტკიცებულება ამ პირების მისვლის შემდეგ განადგურდა. თუმცა მტკიცებულების ამოსაღებად მისულ პირთა შორის ამოცნობილი იყო თვითონ ის პირი, რომელიც ფიქსირდება აღნიშნულ ჩანაწერზე და რომელმაც სავარაუდოდ თავად მიიღო მის განადგურებაში მონაწილეობა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პირი წარმოადგენს ქალაქის მე– 2 განყოფილების უფროსს გიგლა მოსიძეს.”

 

კახა კოჟორიძის განცახდებით, საიას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ეს პიროვნება მისივე დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელ მასალას  სათანადო წესით ამოიღებს: “მტკიცებულებების განადგურება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს. ჯერჯერობით არ ხორციელდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიმართლე არ დადგინდეს და პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალი წაიშალოს. ეს შემთხვევა მიუთითებს უწყებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე. აქედან გამომდინარე, საია შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ”     

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *