ახალი ამბები

დავით საგანელიძე: საქართველო დსთ-ში არ დაბრუნდება

12 დეკემბერი, 2012 • 1046
დავით საგანელიძე: საქართველო დსთ-ში არ დაბრუნდება

“საქართველო უნდა გამოვიდეს იმ იზოლაციიდან, რომელიც არსებობს ზოგიერთ ქვეყანასთან, პირველ რიგში კი, რუსეთთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ურთიერთობის იმ ფორმას, რასაც დსთ ჰქვია. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღეს არ მოიძებნოს უფრო უკეთესი ფორმა ეკონომიკური თუ პოლიტიკური თანამშრომლობის იმ ქვეყნებთან, რომელთაც დსთ-ს ქვეყნები ჰქვია,”- განაცხადა საგანელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს საქართველოს დსთ-ში დასაბრუნებლად და ამისთვის გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მუხლებზე დაუჩოქოს საქართველოს ხელისუფლებას. 

1 იანვრიდან ჩვენ ვიქნებით დსთ-ს თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ თქვენ (საქართველოს) გელოდებით. მე ჩამოვალ თქვენთან, დაგიჩოქებთ, ოღონდ არა საჯაროდ. თუ გნებავთ, საჯაროდაც მზად ვარ ამისთვის და გთხოვთ, დაბრუნდეთ დსთ-ში,” – განაცხადა ლუკაშენკომ.

საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წლის დეკემბერში გახდა. თანამეგობრობიდან გასვლის გადაწყვეტილება კი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში იქნა მიღებული. თანამეგობრობის დატოვების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში განცხადება 2008 წლის 18 აგვისტოს შეიტანა, ხოლო 2009 წლის 18 აგვისტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის პროცესი ოფიციალურად დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი