ახალი ამბები

შსს-მ ირანის მოქალაქეს 100 ათასი დოლარი ჩამოართვა

22 ივლისი, 2013 • 1504
შსს-მ ირანის მოქალაქეს 100 ათასი დოლარი ჩამოართვა

სამართალდამცველებმა არადეკლარირებული თანხა საბაჟო გამშვებ პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. 

 

შსს-ს ცნობით, ირანის მოქალაქე ჰასან ა-ს, რომელიც საბაჟოს გვერდის ავლით ცდილობდა აღნიშნული თანხის შემოტანას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი – ჯარიმა შეეფარდა და არადეკლარირებული თანხა სრულად ჩამოერთვა.

 

შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო საზღვარზე არალეგალურად გადმოტანილი არადეკლარირებული თანხის შემოტანის კონკრეტული მიზნების დასადგენად აგრძელებს მუშაობას.

ამოღებული არადეკლარირებული თანხა
ამოღებული არადეკლარირებული თანხა

მასალების გადაბეჭდვის წესი