კომენტარი

20-ზე მეტი ორგანიზაცია უსახლკაროთა დახმარების ცენტრს აფუძნებს

12 დეკემბერი, 2013 • • 1321
20-ზე მეტი ორგანიზაცია უსახლკაროთა დახმარების ცენტრს აფუძნებს

რა იქნება ახალი ორგანიზაციის მიზანი? 

 

გახსოვთ, ალბათ, უსახლკაროების თემაზე როგორ განვითარდა მოვლენები. პირველი ინიციატივა, სახელწოდებით “შეიფარე დღეს” ფემინისტთა დამოუკიდებელ ჯგუფს ეკუთვოდა, ამის შემდეგ იყო”იდენტობის” ინიციატივა, რასაც მოჰყვა საპატრიარქოსა და სხვადასხვა პირების პროტესტი და “იდენტობამ” უარი თქვა ამ ინიციატივაზე. ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ორგანიზაცია, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს იცავს, სწორედ ამ ნიშნის გამო ხდებოდა დისკრიმინირებული და ასევე, ხდებოდა თემით სპეკულირება. გაჩნდა კითხვის ნიშნები პარლამენტიდან, ჯანდაცვის მინისტრისგან, ეკლესიისგან, რაც სამოქალაქო საზოგადოებამ გარკვეული ტიპის თავდასხმად აღვიქვით. ამ გაწამაწიაში გარკვეულწილად დაიკარგა უშუალოდ უსახლკაროების თემა და რისი გაკეთების უფლება აქვს ამა თუ იმ ორგანიზაციას, მთლიანად ამაზე გადავიდა აქცენტი, რაც თავისთავად არასწორი იყო. ამიტომ ჩვენ შევხვდით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ადამიანების უფლებათა დაცვაში აქტიურები არიან და ა.შ. და ვისაურეთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვეძლო და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ერთი მხრივ, ამ ყველაფრისთვის შეფასება უნდა მიგვეცა, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს არცერთი კონკრეტული ენჯეოს გარიყვა ამ სივრციდან, და მეორე მხრივ, დავინახეთ საჭიროება, რეალურად მივხედოთ ამ პრობლემას. გადავწყვიტეთ, უმჯობესი იქნება ერთი ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ ამ საკითხებზე იმუშავებს, როგორც კონკრეტული ადამიანების პრობლემებზე, ასევე, სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე. 

 

ახლა გადასული ვართ იმ ეტაპზე, რომ ვამუშავებთ წესდებას, რომელიც დღეს უნდა დავასრულოთ და ამით განისაზღვრება ამ ორგანიზაციის მანდატი. დამფუძნებლები იქნებიან სწორედ ეს ორგანიზაციები, რომლებაც თავიდან გააჟღერეს ეს ინიციატივა. სწორედ ისინი იქნებიან ამ ორგანიზაციის მართვაში ჩართულები. 

 

მიზნები თავიდანვე იყო ნათელი, ეს არის უშუალოდ კვლევა. დღეს არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი არის უსახლკარო, რა საჭიროებები აქვთ მათ და ა.შ. ვიცოდეთ, რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე, მეორე მხრივ, უნდა შემუშავდეს გადაწყვეტის გზები და გრძელვადიანი სახელმწიფოს სტრატეგია. ამ ადამიანებს სჭირდება დაცვა, ადვოკატირება, რასაც ეს ორგანიზაცია გააკეთებს. 

 

ასევე გვაქვს სურვილი, რომ ამ ორგანიზაციამ ერთი საპილოტე თავშესაფარი გააკეთოს, სადაც სხვადასხვა სერვისის დანერგვა და გამოცდა მოხდება. როდესაც შევიმუშავებთ ამ მოდელს და დავტესტავთ, შესაძლებელი იქნება გადავცეთ ეს სახელმწიფოს, რასაც უკვე თავად განახორცილებს შემდგომში. 

 

ბაია პატარაია
ბაია პატარაია

როგორ მოიძიებს ორგნიზაცია ფინანსებს?

 

ფინანსების მოძიებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენვე ვიზრუნებთ. ამ ეტაპზე დავიწყეთ საზოგადოების მობილიზაცია, რაც “იდენტობამ” სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ცნობილ ადამიანთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებებით განახორციელა უკვე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ საზოგადოების ჩართულობა და სოლიდარობა. ქველმოქმედების კულტურა, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში გასავითარებელია. თუმცა, ალბათ, ორგანიზაციას მოუწევს დონორების მოძებნაც.

 

სახელმწიფოს თავშესაფრის შესახებ, რომელიც გუშინ გაიხსნა, იცით უკვე.


ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი აქცია რომ ჩავატარეთ, მიზანი იყო ის, რომ დროულად გადაედგა სახელმწიფოს ნაბიჯები, თუმცა ფორსმაჟორში მოუწია ახლა, როდესაც გაიყინა ადამიანი და ყინვები დაიწყო. თუმცა მთავარი ისაა, რომ მერიამ დაიწყო მუდმივი თავშესაფრის მოწყობა.

 

რა იქნება პირველი საქმიანობა ამ ორგანიზაციის?

 

პირველ რიგში, შევხვდებით ცენტრალურ ხელისუფლებასაც და ადგილობრივსაც, ვინც დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. დავიწყებთ მუშაობას იმ კარვებში, რომელიც უკვე არის. კვლევასაც და საჭიროებებზე მუშაობასაც ამ კარვებიდან დავიწყებთ. ასევე, დავიწყებთ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი