ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილმა მეჭიაურის განცხადებას გამაოგნებელი უწოდა

3 სექტემბერი, 2015 • 1350
ლევან ბერძენიშვილმა  მეჭიაურის განცხადებას გამაოგნებელი უწოდა

საუბარია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ  2 სექტემბერს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტი კრიტიკაზე, რა დროსაც  მან გამოიყენა სიტყვები “ენჯეოშნიკი”, “სოროსელი” და “ქსოვა”.

 

“ის, რომ ენჯეოელი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სოროსელი, რაც არავინ არ იცის რას ნიშანს, მაგრამ რასაც არ უნდა ნიშნავდეს, არის შეურაცხმყოფელი, ეს არის გამაოგნებელი საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ არასამთავრობო სექტორი ზუსტად ისეთივე საპატიო საქმიანობაა, როგორც სამთავრობო, ზოგჯერ უკეთესიც ხანდახან”, – ასე გამოეხმაურა 3 სექტემბერს ტელეკომპანია “იმედთან”  ინტერვიუში მეჭიაურის განცხადებას ლევან ბერძენიშვილი.

“მართალი გითხრათ, ადრე ეს ჩვენ გვესმოდა შევარდნაძის დროს კომუნისტებისგან. “ასავალ-დასავალიც” კი ერიდება ახლა ამ ტერმინებს, ნუ, აქვთ უფრო მძაფრი და სხვა ტერმინები.

 

როგორც ჩანს, პრეზიდენტის კრიტიკის სურვილმა ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლა, ნახევარი ქვეყანა შემოელანძღა ჩვენს კოლეგას, მათ შორის პარლამენტის წევრები, მათ შორის თითქმის მთელი ფრაქცია რესპუბლიკელებისა, რომელიც მაგ განმარტებით მთლიანად ვჯდებით ენჯეოლების და სოროსელების რიგებში”,- ამბობს ლევან ბერძენიშვილი და დასძენს:

 

“ არ მინდა სხვა გამოსვლებს შევადარო, მაგრამ სხვა გამოსვლებზე გვეცინებოდა მაინც და აქ სად გავიცინოთ, ისიც არ ვიცით, მართალი გითხრათ”.  

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი