ახალი ამბები

ჭიკაიძე საბურავების და თბილისში “ევრომაიდნის” საქმეზე – “ეს პრევენციული ინტერვიუ იყო”

25 ივლისი, 2014 • • 1581
ჭიკაიძე საბურავების და თბილისში “ევრომაიდნის” საქმეზე – “ეს პრევენციული ინტერვიუ იყო”

 

“ძალიან კარგი, პრევენციული ინტერვიუ იყო. მე საკმარისი მტკიცებულებები მქონდა. მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ და ბევრი რაღაც დაფარული არ რჩება”, – განაცხადა ჭიკაიძემ.


“არსებობს გარკვეული ინფორმაციები. როგორც იცით, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომაიდანის იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც”,  – ეს განცხადება საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აპრილის თვეში გააკეთა.


მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ევრომაიდნის სცენარის თბილისში გამეორებისთვის ემზადებოდა: “შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება,” – განაცხადა ჭიკაიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი