ახალი ამბები

დავით ნარმანიას დედამ და კოკის კომისიის სხვა წევრებმა სანქციის სახით გაფრთხილება მიიღეს

20 ივნისი, 2014 • • 1347
დავით ნარმანიას დედამ და კოკის კომისიის სხვა წევრებმა სანქციის სახით გაფრთხილება მიიღეს

“სამსახურეობრივი მოვალეობის ბრალეულად და არაჯეროვნად შესრულების გამო ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 97-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თემურ შენგელიას, კომისიის წევრებს- ნორა თოდუას, ეკა დგებუაძეს, გია კვარცხელიას და მანანა ხუბუას მიმართ გამოყენებული იქნას დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა: გაფრთხილება”, – ნათქვამია საოლქოს მიერ დღეს, 20 ივნისს მიღებულ განკარგულებაში.


ცესკო
ცესკო


ნანა ოყუჯავას განცხადებით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიაში კოკის საუბნო კომისიის ცამეტივე წევრი მიიწვიეს, თუმცა 2 მათგანი ნორა თოდუა და კომისიის კიდევ ერთი წევრი სხდომას არ დასწრებიან.


“[ნორა თოდუა] არ იმყოფებოდა და ვერ ამიხსნეს, რატომ არ იმყოფებოდა. ასევე, არ იმყოფებოდა ქალბატონი მანანა ხუბუა. კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ მე მგონი, [ნორა თოდუა] ადგილზე [სოფელში] არ იმყოფებაო”, – ამბობს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დასძენს, რომ მათ კომპტენეციაში სხვა სახის სანქციის გამოყენება არ შედის. 


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, მათი თქმით, დავით ნარმანიას დედაა ასახული. ნაცმოძრაობა ნარმანიას დედას ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, ის ზუგდიდში, ერთ–ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იყო და აკონტროლებდა, რომ ამომრჩევლებს ხმა “ქართული ოცნებისთვის” მიეცათ.


“უბნის კომისიის წევრად იყო ქალბატონი ნორა, გადაღებული კადრები ნათლად აჩვენებს, როგორ ახდენს ის ზეწოლას ამომრჩეველზე. ასეთ ფაქტებს ამ საარჩევნო უბანზე მრავლად ჰქონდა ადგილი. ქალბატონი ნორა ამ ფორმით აკონტროლებდა უბანზე მოსულ ამომრჩეველს, რომ მიეცათ ხმა “ქართული ოცნებისათვის”, ეს დარღვევა მისთვის, როგორც კომისიის წევრისთვის მინიმუმ ჯარიმას ითვალისწინებს”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი