ახალი ამბები

საკადრო გადაადგილებები იუსტიციის სამინისტროში

26 ნოემბერი, 2013 • • 1473
საკადრო გადაადგილებები იუსტიციის სამინისტროში

 

ჯონი კვინიკაძე
ჯონი კვინიკაძე

“ერთი წელი გავიდა და იუსტიციის მინისტრმა რაღაც თანამდებობებზე შეცვალა ადამიანები, რადგან თვლის, რომ რაღაცებში საჭიროა სხვადასხვა მიდგომა”, –  აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

თანამდებობა ასევე დატოვებული აქვს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბაჩანა შენგელიას, თუმცა იუსტიციის მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შენგელიამ განცხადება დიდი ხნის წინ დაწერა.

“იქ მინისტრი არ ნიშნავს, გამგეობა თვითონ აირჩევს ახალ თავმჯდომარეს”,  – უთხრა ნეტგაზეთს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მარიამ სხილაძემ.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდბეობები ასევე დატოვეს მისმა უკვე ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა და საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე კერესელიძემ. მარიამ სხილაძე კი ამბობს, რომ ყველა მათგანის გათავისუფლება მხოლოდ ამ მიზეზს უკავშირდება:

“იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ცალკეული გადაადგილებები და შეცვალა იმ სსიპ–ების ხელმძღვანელები, სადაც თვლიდა, რომ სხვა მიდგომებია საჭირო. ერთი წელი გავიდა და ცხადია, მინისტრს აქვს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება. ის ამიტომაა მენეჯერი, რომ რაღაცები გადაადგილოს. აქ არანაირ სხვა მიზეზებზე არ არის საუბარი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი