ახალი ამბები

ყოფილი მეწილე “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” წილის დაბრუნებას ითხოვს

19 ივნისი, 2013 • • 7259
ყოფილი მეწილე “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” წილის დაბრუნებას ითხოვს

 “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” ყოფილი მეწილის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და იურისტის

ბადრი წილოსანი
ბადრი წილოსანი

განცხადებები დღეს, 19 ივნისს, “ქართული დასის” ლიდერმა ჟურნალისტებს გააცნო. მისი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა აღნიშნულ პირებს მთავარ პროკურატურაში შეტანილი აქვთ განცხადება იძულებით დათმობილი ქონების დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ.

 

აღნიშნული განცხადებების მიხედვით,  “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” წილის 52.63%–ს 2008 წლის 17 სექტემბრამდე ფლობდა შპს “თ.ჯ. თრეიდი”, რომლის გენერალური დირექტორია დავით აბრამიშვილი. ის თავის ახსნა–განმარტებაში წერს, რომ შპს “თ.ჯ. თრეიდის” თანამშრომლებსა და მფლობელებზე 2008 წელს ფინანსური პოლიციის მაღალი და დაბალი რგოლის თანამშრომლების მხრიდან ხდებოდა ზეწოლა  “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანაში” წილის დათმობის მინით.

 

დავით აბრამიშვილის მტკიცებით, შპს “თ.ჯ. თრეიდს” თავისი წილი უნდა გადაეცა “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” კიდევ ერთ მეწილე ბადრი წილოსანზე. როგრც მომჩივანები აცხადებენ, ბადრი წილოსანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეგობრის, ირაკლი წილოსანის მამაა და  შპს “თ.ჯ. თრეიდს” წილის დათმობა სწორედ კეზერაშვილის მოთხოვნით ხდებოდა.

 

“წილის გადაცემა დოკუმენტურად უნდა გაფორმებულიყო ნოტარიუს ო. ზოიძის სანოტარო ბიუროში, რომელიც მდებარეობდა მარჯანიშვილის #5–ში. დილიდან[2008 წლის 17 სექტემბერი] შპს “თ.ჯ. თრეიდის” ოფისში და ოფისთან მორიგეობდნენ შეიარაღებული ნიღბიანი ადამიანები, მათ შორის ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაკავებული იყვნენ საბუთებზე ხელმოწერებითა და განსაკუთრებით ორივე ორგანიზაციის(თ.ჯ. თრეიდი და ქარხანა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ საყვარელიძის კონტროლით”, – წერს თავის ახსნა–განმარტებაში “თ.ჯ. თრეიდის” დირექტორი დავით აბრამიშვილი.

 

წილის იძულებით გადაფორმებაზე თავის ახსნა–განმარტებაში წერს “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ საყვარელიძე.

 

მისი თქმით, მას 2008 წლის 8 სექტემბერს დავით კეზერაშვილის სახელით დაუკავშირდა  ფინანსური პოლიციიდან დავით ქარსელაძე და კომუნიკაციების კომისიიდან გიორგი არველაძე, რომლებამც საყვარელიძეს მოსთხოვეს წილის გადაფორმებაზე პარტნიორების დათანხმება.

 

“8–17 სექტემბერს ხორციელდებოდა ენით აუწერელი ტერორი ჩვენი ოჯახის წევრებზე იმისათის, რომ რაიმე არ “გადაგვეფიქრებინა”, – წერს ავთანდილ საყვარელიძე.

 

“ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” ყოფილი მეწილეები და თანამშრომლები თავიანთ ახსნა–განმარტებაში დეტალურად აღწერენ, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ღამის 8 საათიდან 12 საათამდე როგორ წაიყვანეს ნოტარიუს ო. ზოიძის ოფისში და იძულებით როგორ გადააფორმებინეს წილი ბადრი წილოსანისთვის. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ფიქტიური გადარიცხვა განხორციელდა “თი–ბი–სი ბანკში” არასამუშაო საათებში.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებოდა “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” 93%–ის მფლობელ ბადრი წილოსანს, თუმცა, ვერც სახლისა და ვერც სამსახურის სატელეფონო ნომრებზე მას ვერ დავუკავშირდით.  ბადრი წილოსანი 2013 წლის მაისში უკვე დაკავებული იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სხვა საქმეზე. მას რკინიგზის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად თანხის მითვისება–გაფლანგვის ბრალდება წაუყენეს. სასამართლომ მხოლოდ რკინიგზის ყოფილ შეფს, ირაკლი ეზუხბაიას შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, დანარჩენი დაკავებულები, მათ შორის ბადრი წილოსანიც, აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი