აშშ–ს თამბაქოს ხუთმა მწარმოებელმა კომპანიამ აშშ–ს წამლებისა და პროდუქტების ხარისხის კონტროლის სამმართველოს უჩივლა. სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზეზი გახდა ის, რომ თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს სამმართველომ სიგარეტის კოლოფებზე მოწევის შედეგების “შოკისმომგვრელი გამოსახულებების” დატანა დაავალდებულა,–წერს ბი–ბი–სი.

2009 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, აშშ–ს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ვალდებულნი არიან, 2012 წლიდან სიგარეტის კოლოფებზე ისეთი გამაფრთხილებელი გამოსახულებები დაბეჭდონ, როგორებიცაა: დაზიანებული ფილტვი, მკვდარი ადამიანის სხეული, ჭიანი კბილი და ა.შ.

ასეთი გამაფრთხილებელი გამოსახულებები დატანილი უნდა იყოს კოლოფის ზედა ნაწილში და უნდა იკავებდეს 20 %– ზე არანაკლებ ფართობს თამბაქოს ნაწარმის ბეჭდურ რეკლამაშიც.

აშშ–ს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები– RJ Reynolds Tobacco (სავაჭრო მარკა Camel და Winston), Lorillard Tobacco (Newport და True), Commonwealth Brands (Davidoff დაWest), ასევე,  Liggett Group და Santa Fe Natural Tobacco – მიიჩნევენ, რომ კანონი არღვევს მათ უფლებას სიტყვის თავისუფლების შესახებ , რომელიც დაცულია აშშ–ს კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

სასამრთლო სარჩელში კომპანიები აცხდებენ, რომ შოკისმომგვრელი გამოსახულებები თამბაქოს ზიანის შესახებ მომხმარებელს შეაშინებს და პროდუქციას არ იყიდის.

“სახელმწიფოს აქვს უფლება, მოითხოვოს ისეთი გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, რაც იქნებოდა სწორხაზოვანი და არ გამოიწვვდა კამათს. თუმცა მას არ შეუძლია მოითხოვს, რომ სიგარეტის კოლოფი იყოს პატარა სარეკლამო პლაკატი მოწევის წინაღმდეგ.”, –განაცხადეს კომპანიებმა.

2011 წლის ივნისში აშშ–ს ჯანდაცვის მინსიტრმა კეთლინ სიბელიუსმა განაცხადა, რომ  თამბაქოს საწინანაღდეგო ახალი სახის დატანებები ახალგაზრდებს დაეხმარებ,ა არ გახდენენ მწეველები და უფროსი ასაკის ადამინებს –უარი თქვან მავნე ჩვევაზე.  .

კიბოსთან ბრძოლის ამერიკული საზოგადოების მონაცემით, 2011 წელს ფილტვის კიბო აშშ–ს მოსახლეობის 220 ათასს ექნება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *