ტექნოლოგიები

დაპირისპირება iPad 2-სთვის

9 მაისი, 2011 • • 1225
დაპირისპირება iPad 2-სთვის

iPad2-ის რიგში © Daily Mail
iPad2-ის რიგში © Daily Mail

Pad2-ის საყიდლად რიგში მდგომ ადამიანებს შორის ჩხუბი ატყდა, რის გამოც კომპანია  Apple იძულებული გახდა, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში შაბათს ერთ-ერთი საფირმო მაღაზია დროებით დაეხურა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

ინციდნეტი  Apple-ის მაღაზიასთან იმ დროს მოხდა, როცა ასობით ადამიანი iPad2-ის საყიდლად რიგში იდგა. ამ დროს მაღაზიაში ურიგოდ ამავე სავაჭრო ობიექტის ერთ-ერთი თანამშრომელი შევიდა. რიგში მდგომმა ადამიანებმა თანამშრომელი „რიგის დამრღვევად“ მიჩნიეს, მას თავს დაესხნენ, ძირს დააგდეს და სცემეს. ერთ ადამიანს რამდენიმე თანამოქალაქე ერთდროულად სცემდა. შემთხვევისას სულ ხუთამდე ადამიანი დაშავდა. არეულობის შედეგად Apple-ის მაღაზიის ვიტრინები ჩაიმსხვრა. კომპანიის ხელმძღვანელობამ სავაჭრო ობიექტი დროებით დახურა.

iPad2 ჩინეთის ბაზარზე გასაყიდად პარასკევს გამოჩნდა, შედეგად კი Apple-ის მაღაზიებს ასობით ადამიანი მიაწყდა.  Apple-ის პროდუქციაზე ბუმი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, iPad-სა და iPhone-ის გამოსვლის შემდეგ დაიწყო. 2011 წლის იანვარში ჩინეთში იყო შემთხვევები, როცა ბაზარზე შექმნილი დეფიციტის გამო გადამყიდველები iPhone-ს ორმაგ და სამმაგ ფასად ყიდდნენ.

აზიაში ამერიკული ბრენდის პოპულარობა კომპანიის შემოსავალზეც აისახა. გასულ წელს პროდუქციის გაყიდვიდან მიღბული შემოსავლის 10%  Apple-მა ჩინეთიდან, ჰონ კონგიდან და ტაივანიდან მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი