ტექნოლოგიები

სამგანზომილებიანი კოლიზეუმი გუგლისგან

4 აპრილი, 2011 • • 3873
სამგანზომილებიანი კოლიზეუმი გუგლისგან

რომის კოლიზეუმი
რომის კოლიზეუმი

თუ რომში სამოგზაუროდ არც საკმარისი ფული გაქვთ და არც დრო, ეს დიდ პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს. ამიერიდან კოლიზეუმის და იტალიის სხვა ღირსშესანიშნაობების სამგანზომილებიანი გამოსახულების დათვალიერებას ინტერნეტით შეძლებთ. გუგლმა ეს სერვისი საკუთარ მომხმარებელს რამდენიმე დღის წინ შესთავაზა.

გუგლის რუკებზე უკვე დიდი ხანია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩების სამგანზომილებიანი მოდელების ნახვა შეიძლება, თუმცა სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ობიექტის შიგნიდან დათვალიერება ნამდვილი სიახლეა.

გუგლი ღირსშესანიშნავი იბიექტების რეალური, სამგანზომილენბიანი მოდელების საკუთარ რუკებზე დამატებას კიდევ გააგრძელებს, მანამდე კი შეგიძლიათ სახლიდან გასუვლელად მოინახულოთ– რომის კოლიზეუმი, პომპეის ამფითეატრი, პალატინის ბორცვი და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი