ამიერიდან YouTube-ზე ატვირთული უხარისხო ვიდეობიც კი ვიდეოპორტალზე ატვირთვის შემდეგ უკეთესი ხარისხის იქნება. YouTube-მა ატვირთული ვიდეოების ხარისხის გასაუმჯობესებელი ტექნოლოგია ირლანდიური კომპანია Green Parrot Pictures-სგან შეიძინა. სიახლის შესახებ YouTube-ის ოფიციალურ ბლოგზე გუგლის ვიდეო ტექნოლოგიების დირექტორმა ჯერემი დოიგმა( Jeremy Doig) დაწერა.
ჯერემი დოიგი ასეევ წერს, რომ იუტუბზე ყოველ საათში 35 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები იტვირთება, თუმცა ძალიან ცოტა მათგანი არის HD ხარისხის კამერით გადაღებული. ვიდეოების უმრავლესობას მობილური ტელეფონითა და სამოყვარულო კამერით იღებენ. აქედან გამომდიანრე, გამოსახულება ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია, ხმა კი მკაფიოდ არ ისმის.
ჯერემის დოიგის თქმით, ემოციურად შთამბეჭდავ ვიდეოებს ხშირად არაპროფესიონალები იღებენ, შესაბამისად, კამერას ანჯღრევენ, გამოსახულებაც არ არის მკაფიო, ამის დასტურად ლიბიაში მიმდინარე მოვლენებისას გადაღებულ ვიდეოს იხსენებს.
„რა აზრის იქნებით ტექნოლოგიაზე, რომელიც ასეთი ვიდეოების ხარისხს გააუმჯობესებს-გამოსახულებას უფრო მკაფიოს გახდის, მოაშორებს ვიზუალურ ხმაურს და ვიდეოს გახდის უფრო სტაბილურს? – ეს ყველაფერი კი მოხდება ატვირთვის პარალელურად“-წერს ჯერემი დოიგი, გუგლის ვიდეო ტექნოლოგიების დირექტორი. მისივე თქმით, მათ ირლანდიაში, ტრინიტის კოლეჯის საინჟინრო სკოლის ბაზაზე შექმნილი კომპანია Green Parrot Pictures იპოვეს, რომლის ტექნოლოგიის მეშვეობითაც ვიდეოებში ამ ეფექტის მიღწევა შესაძებელია.
Green Parrot Pictures მცირე მასშტაბის კომპანიაა, თუმცა მისი ტექნოლოგიები უკვე გამოიყენეს ისეთი ფილმების წარმოებისას, როგორიცებიცაა– „ბეჭდების მბრძანებელი“, „იქს ადამიანები“, „სპაიდერ მენი“ და ა.შ.
გუგლის ვიდეო ტექნოლოგიების დირექტორის თქმით, კომპანიის სპეციალისტები უკვე მუშაობენ ახალი ტექნოლოგიის იუტუბზე დასანერგად.
ამავე თემაზე: