ტექნოლოგიები

მალე თეთრი iPhone 4 გამოვა

14 მარტი, 2011 • • 1827
მალე თეთრი  iPhone 4 გამოვა

რამდენიმე კვირაში გასაყიდად თეთრი iPhone 4 გამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია  Apple-ის პროდუქციის მარკეტინგის  უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ფილიპ შილერმა(Philip Schiller) ტვიტერით გაავრცელა.

მომხმარებელი უკვე დიდი ხანია ელოდება თეთრი iPhone 4-ის გამოსვლას. კომპანიის წარმომადგენლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ თეთრი ფერის მოდელი 2010 წლის ბოლოსთვის უნდა გამოსულიყო, ამგრამ ამ თარიღმა 2011 წლის გაზაფხულისთვის გადაიწია.

შავი iPhone 4 კომპანია Apple-მა რამდენიმე თვის წინ გამოუშვა და მისი ფასი ქართულ ბაზარზე საშუალოდ 1000 $ ღირს.  თუმცა iPhone 4-ისა და iPhone-ის სხვა მოდელების საქართველოში შემოტანის და გაყიდვის უფლება კომპანია  Apple-ის ავტორიზებულ დილერებს არა აქვთ. ქართულ ბაზარზე მხოლოდ  კერძო პირების მიერუნებართვოდ შემოტანილი აიფონები იყიდება.

კომპანია „ჰამაკში“, რომელიც Apple-ის ავტორიზებულ დილერია საქართველოში, განგვიცხადეს, რომ iPhone-ების ოფიციალურად შემოტანა მათ ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. iPhone-ის ნებისმიერი მოდელის საქართველოში შემოტანა თავად კომპანია Apple-მა უნდა გადაწყვიტოს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია წინაწარ იმის განსაზღვრა, ქართველ მომხმარებელს iPhone-ის ოფიციალურად ყიდვის საშუალება როდის ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი