ტექნოლოგიები

Google კატასტროფას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა

11 მარტი, 2011 • • 1213
Google კატასტროფას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა

კომპანია გუგლი იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა. უკვე შეიქმნა გუგლის ონლაინ კრიზის ცენტრი და ვებგვერდი, რომელზეც ადამიანებს დაკარგული ახლობლების შესახებ ინფორმაციის განთავსება შეუძლიათ. ვებგვერდზე შესაძლებელია ნაპოვნი ადამიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც.

Google-ს მსგავსი სერვისები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებისას აქამდეც არაერთხელ გამოუყენებია, მათ შორისაა– რამდენიმე კვირის წინ ახალ ზელანდიაში მომხდარი მიწისძვრა, ეგვიპტის რევოლუცია, პაკისტანის წყალდიდობა და ა.შ.

კრიზის ცენტრის ვებგვერდზე თავს იყრის უახლესი ინფორმაცია კატასტროფის ზონაში მიმდინარე მოვლენებისა და მოსალოდნელი საფრთხების შესახებ. გუგლის რუკებზე უკვე აღნიშნულია მსოფლიოს ყველა ის ადგილი, სადაც უახლოეს საათებში ცუნამია მოსალოდნელი. ასეთი კი 20-ზე მეტი ქვეყნის ათეულობით ქალაქია. ცუნამს ელოდებიან აშშ-ს დასავლეთ სანაპიროებზე, ავსტრალიაში, ფილიპინებზე, ჩილეში და ა.შ.  მათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ, ვებგვერდზე შეტყობინების დატოვება სპეციალურ ცხელ ხაზზე შეეძლებათ. 

ადგილები, სადაც ცუნამია მოსალოდნელი

მასალების გადაბეჭდვის წესი