ნეტგაზეთი | Facebook–მა შეტყობინებების ჯგუფური გაცვლის სერვისი იყიდა Facebook–მა შეტყობინებების ჯგუფური გაცვლის სერვისი იყიდა – Netgazeti
Batumelebi | RU

Facebook–მა შეტყობინებების ჯგუფური გაცვლის სერვისი იყიდა

The Tech Crunch-ის ინფორმაციით, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა Beluga–ს სტარტ–აფი იყიდა. კალიფორნიულ კომპანიაში შექმნილი Beluga არის შეტყობინებების ჯგუფური გაცვლის სერვისი. ექსპერტების თქმით, მალე ამ ტიპის მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება Facebook–ის მომხმარებლებისთვის.

უცნობია, რამდენად იყიდა Facebook-მა ეს სერვისი. The Tech Crunch-ის ინფორმაციით, სოციალურმა ქსელმა არა მხოლოდ ეს სერვისი, არამედ მისი შემქმნელებიც იყიდა.

Beluga შეიქმნა 2010 წლის ივლისში Google–ის ყოფილი თანამშრომლების  მიერ. მთავარი პროდუქტი, რამაც Facebook–ის ადმინისტრაციის დაინტერესება გამოიწვია, არის მობილური დანამატი და ვებ–სერვისი, რომელიც  საშუალებას იძლევა ერთდროულად ადამიანთა ჯგუფებს შორის კომუნიკაციისა, როგორც ტელეფონით, ისე –ინტერნეტით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი