ტექნოლოგიები

Windows ჭკვიან მობილურებს იპყრობს

20 თებერვალი, 2011 • • 1243
Windows ჭკვიან მობილურებს იპყრობს

Windows და Nokia დამეგობრდნენ. Windows-ის ბაზაზე მომუშავე Nokia-ს ჭკვიანი ტელეფონები შემოდგომისთვის გამოვა გაყიდვაში – ასე ვარაუდობს უცხოური მედია, რადგან თავად ფინური კომპანიის შეფი ახლი ტელეფონების ბაზარზე გამოტანის საკითხზე დუმილს ამჯობინებს.

შეგახსენებთ, Nokia-ს აღმასრულებელი დირექტორია გვარად ელოპი, რომელიც ამ პოსტის დაკავებამდე Microsoft-ში მუშაობდა. სწორედ  ამერიკული გიგანტიდან მისი გადმობარგების შემდეგ განაცხადა ფინურმა კომპანიამ, რომ ახალ სმარტფონებს  Windows-ის ბაზაზე ააწყობენ. ფაქტების ასეთი დამთხვევის შემდეგ მედიაში ისიც კი დაიწერა, რომ ელოპი Nokia-ში ამერიკელებმა მიაგზავნეს. კომპანიის ახალმა შეფმა მსგავსი ჭორების გასაქარწყლად, 17 თებერვალს Microsoft-ის ყველა აქცია გაყიდა და Nokia-ს 150 აქცია შეიძინა.

Windows-ის ბაზაზე სმარტფონების და ასევე კომპიუტერული პლანშეტების გამოშვებას აპირებს ამერკული Dell-იც. თუმცა, უფრო მთავარი სიახლე ისაა, რომ ამ ბრენდით დამშვენებულ პორტატულ მოწყობილობებს Windows 8-ის ბაზაზე ააწყობენ. შესაბამისად, Dell-ის 6 სმარტფონი  და პლანშეტები მხოლოდ მომავალ წელს იხილავენ დღის სინათლეს. რაც შეეხება ახალ ოპერაციულ სისტემას, როგორც ირკვევა, იგი დამუშავების მეორე ეტაპზეა, ხოლო დაახლოებით ერთ თვეში სპეციალისტები მესამე ეტაპზე გადავლენ, რომლის დასრულების შემდეგაც პირველი სრულყოფილი Windows 8 Beta 1 მომზადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი