ტექნოლოგიები

ირანული რაკეტების პლატფორმები: Renault, Peugeot და Fiat

4 თებერვალი, 2011 • • 1188
ირანული რაკეტების პლატფორმები:  Renault, Peugeot და Fiat

www.intereskop.ru
www.intereskop.ru

სკანდალურად ცნობილი WikiLeaks-ის მონაცემებით, Renault, Peugeot და Fiat ისლამური რესპუბლიკის სამხედროების რჩეული ბრენდები ყოფილა. სწორედ ამ მარკის მსუბუქ მანქანებს იყენებენ ირანული რაკეტების გასაშვებ დანადგარად. როგორც ირკვევა, ისრაელის დაზვერვას, მოსადს 2007 წელს გადაღებული ფოტოები მოეპოვება, რომლებზეც ამ მარკის მსუბუქ მანქანებზე დამაგრებული ირანული რაკეტებია აღბეჭდილი.

მოსადისვე მონაცემებით, ირანელი სამხედროები რაკეტების გადასაზიდად, ასევე, აქტიურად იყენებენ Mercedes-ის, Toyota-სა და Hondaს ავტომანქანებს. რაც შეეხება ფრანგულ ბრენდებს, Renault და Peugeot, ისინი ავტომობილებს ირანში აწარმოებენ. სწორედ ამ საკითხზე ითხოვენ ყურადღების გამახვილებას ებრაელები, რაზეც ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მაიკლ სივერსი ერთ-ერთ დეპეშაში მიუთითებს. WikiLeaks-მა თელ-ავივში მომუშავე ამერიკელი დიპლომატის სწორედ ეს დეპეშა გამოაქვეყნა, რომელშიც მითითებულია შემდეგი: „ის (მოსადის წარმომადგენელი) მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, განუმარტოს ამ კომპანიებს, რომ თავისი საქმიანობით მხარს უჭერენ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის ირანულ პროგრამას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი