იანვრის ბოლოდან გაყიდვაში გამოვა კომპანია Green House-ს ახალი მონიტორი, რომელიც არა სტანდარტული ელექტრო კვების წყაროდან, არამედ პროცესორიდან მიიღებს საჭირო ენერგიას. 15,6 დიუმიანი მონიტორი ელექტროკვების წყაროდ USB 2.0-ს გამოიყენებს.
რადგან USB სადენით ირთვება, მონიტორი ლეპტოპების დამატებით ეკრანადაც განიხილება.
Green House–ის USB-იზე მომუშავე კომპიუტერული მონიტორი 1,2 კილოგრამს იწონის და მხოლოდ 5 ვატს მოიხმარს. იგი 215 დოლარი ეღირება.