ტექნოლოგიები

Facebook-ის ადმინისტრაციის ბოდიში

24 სექტემბერი, 2010 • 1465
Facebook-ის ადმინისტრაციის ბოდიში

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ბოდიში მოუხადა 500 მილიონ მომხმარებელს გუშინ შექმნილი პრობლემების გამო.

ხუთშაბათ საღამოს facbook-ის მილიონობით მომხმარებელი სასურველი სოციალური ქსელით სარგებლობას ვერ ახერხებდა.  ბევრმა სწორედ ამ დროს გააცნობიერა თუ რამოდენა როლს ასრულებდა “face”-ი მეგობრებთან  და საერთოდ, გარესამყაროსთან კონტაქტში.

 დატვირთვა ძირითადად სხვა სოციალურ ქსელებზე გადავიდა და ძირითადი კითხვები შემდეგი ხასიათის იყო: “რა სჭირს facebook-ს?”,“შენც ვერ შედიხარ თუ მე გამიტეხეს პაროლი?” და ა.შ…. რამდენიმე საათის შემდეგ facebook-ის ადმინისტრაციამ ვითარების გამოსწორება შესძლო, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოგვარებული.

 facebook-ის ადმინისტრაცია თავიდან  თავს იკავებდა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისაგან და მომხმარებლებს მხოლოდ სიტუაციის უახლოეს მომავალში გამოსწორებას ჰპირდებოდა.

შეთქმულების თეორიების მოყვარულები კი ფორუმებზე აქტიურად განიხილავდნენ საკითხს, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს და ყველაფერი დადგმულია, რათა ხალხის დამოკიდებულება შეამოწმონ facebook-ზეო. თუმცა ადმინისტრაციამ დღეს განმარტა რომ მიზეზი სისტემური შეცდომა იყო.  

პრობლემები მხოლოდ facebook-ს არ აქვს.  რამდენიმე დღის წინ twitter-საც ქონდა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი