ტექნოლოგიები

საქართველოში Facebook – ს 340, 800 მომხმარებელი ჰყავს

22 აპრილი, 2010 • • 2522
საქართველოში Facebook – ს 340, 800 მომხმარებელი ჰყავს

სტატისტიკის მიხედვით, Facebook – ზე 340, 800 ქართველი მომხმარებელია დარეგისტრირებული. მათგან უმრავლესობა – 192, 980 – მდედრობითი სქესისაა და დანარჩენი 147,680 – მამრობითი სქესის.

აზერბაიჯანში და სომხეთში Facebook – ის მომხმარებელთა რაოდენობა უფრო ნაკლებია. ამ ორ ქვეყანაში, ერთად, მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 189, 560 – ს უდრის; ორჯერ ნაკლებს ვიდრე საქართველოში.  აზერბაიჯანში  Facebook – ის მომხმარებელთა რაოდენობა 139, 660 – ია, ხოლო სომხეთში – 49,900 – ი.

საქართველოში Facebook – ი ნომერ პირველი სოციალური ქსელია, მან უკვე გაუსწრო პოპულარულ რუსულ სოციალურ საიტს – odnoklassniki. Ru – ს და  google.com – ს.

ამჟამად,  რეკლამის განთავსება ორივე სოციალური ქსელზეა შესაძლებელი.  თუმცა Facebook – ის პოპულარობის მიუხედავად, საქართველოში რეკლამის დამკვეთნი არჩევანს მაინც odnoklassniki. Ru – ზე აკეთებენ.

Facebook – ი  მომხმარებელს, რეკლამის განსათავსებლად, სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.  ყველაზე მარტივი გზა კომპანიის, ადამიანის, ორგანიზაციისათვის რეკლამის გასაკეთებლად გასართობი გვერდის ან ჯგუფის შექმნაა, რომელიც აბსოლუტურად უფასოა.  2010 წლის იანვრიდან, საქართველოში არსებული კომპანიები აქტიურად ქმნიან Facebook -ზე გვერდებს. გლობალურ სოციალურ საიტზე, რეკლამის განსათავსებლად, ყველაზე პოპულარული გზა სტანდარტული გვერდის შექმნაა.

უამრავი კომპანია, თავიანთ გვერდზე, ყოველდღიურად დებს ახალი პროდუქციის  ფოტოებს, ქსელის სშუალებით მომხმარებელს ატყობინებს კომერციული შეთავაზებების ან სხვა მსგავსი ინფორმაციების შესახებ. ამ ყველაფერმა სოციალურ ქსელზე, მათი გვერდების აქტიურობას უნდა შეუწყოს ხელი. თუმცა ექსპერტები მომხმარებლებს ურჩევენ რომ არ გადავტვირთონ ქსელი ხშირი პოსტებით, რადგან შესაძლოა დაიბლოკონ მეგობრების მიერ.

Facebook -ზე რეკლამის განთავსების ორი გზა არსებობს. რეკლამის დამკვეთებისათვის, კალკულაცია ხდება კლიკების (CPC) ან ნახვების (CPM) მიხედვით. რეკლამის ფორმატი დამოკიდებულია კომპანიის სტრატეგიაზე.

თუ კომპანიის მიზანია კომპანიის ვებ გვერდის მომხმარებლების მოზიდვა და მათი რაოდენობის გაზრდა, მაშინ რეკლამის დამკვეთმა CPC – ი უნდა აირჩიოს. კომპანია  თავიანთ რეკლამაზე ყოველ  ერთ დაკლიკვაზე გადაიხდის, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია კომპანიის ვებ გვერდთან.

CPC – ის საშუალებით რეკლამის განთავსების მინიმალური ფასი 0,01 აშშ დოლარიდან იწყება. თუმცა, თუ გეგმა შეიცვლება ფასიც შესაბამისად გაიზრდება.

როდესაც ჩვენ  Facebook – ზე რეკლამის განსათავსებლად მონაცემები შევავსეთ, ერთი კლიკის ღირებულება იყო 0, 17 აშშ დოლარი. შემდეგ ჩვენ შევცვალეთ და უფრო დეტალურად შევავსეთ მონაცემები და ფასი გაიზარდა 0.21 აშშ დოლარამდე.

კომპანიამ დღიური ბიუჯეტის გამოსათვლელად, რის დახარჯვასაც ის გეგმავს,  კლიკების სასურველი რაოდენობა ფასის მიხედვით უნდა გადაამრავლოს.

ქართული კომპანიებისათვის ეს საკმაოდ ძვირია. თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმას რომ კომპანია ერთი კლიკისათვის 0.20 აშშ დოლარს იხდის, 100 კლიკისათვის კომპანიამ უნდა გადაიხადოს 20 აშშ დოლარი,  500 კლიკისათვის – 100 აშშ დოლარი, 2,000 კლიკისათვის – 400 აშშ დოლარი, ხოლო 10, 000 კლიკისათვის – 2,000 აშშ დოლარი.

საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიას თუ ექნება იმის სურვილი, რომ Facebook – ზე მათ ვებ გვერდზე ვიზიტებისათვის ყოველდღიურად 400 აშშ დოლარი გადაიხადოს.

Facebook – ი მცირებიუჯეტიან კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს რეკლამის განსათავსებად ყოველდღიური ბიუჯეტი შეადგინოს. დღიური ბიუჯეტის მინიმალური ფასი 1 აშშ დოლარია. დღიური ბიუჯეტის დახარჯვის შემდეგ რეკლამები მეორე დღემდე აღარ იქნება.

Facebook -ზე რეკლამის განთავსების კიდევ ერთი ფორმა არსებობს. ვიზიტების მიხედვით ფულის გადახდა (CPM).  კომპანიები, რომლებიც ამ ფორმის რეკლამირებას ირჩევენ, კონცენტრირებულები არიან მათი ბრენდის ან კომპანიის ცნობადობის გაზრდაზე.

CPM – ის მინიმალური ფასი 0.02 აშშ დოლარია.

რეკლამის განთავსებისათვის ფულის გადახდა შესაძლებელია საკრედიტო ბარათებისა და ვიზის, მასტერქარდის, ამერიქან ექსპრესის  საშუალებით. გარდა ამისა, თანხის გადახდა შესაძლებელია 15 ვალუტის ტიპით: USD, EUR, GBP, JPY, CAD, AUD, TRY, VEF, COP, NOK,SEK, DKK, CLP, HKD, CHF.

The FINANCIAL

მასალების გადაბეჭდვის წესი