ტექნოლოგიები

iPad-ის გამოსვლა 1 თვით გადაიდო

14 აპრილი, 2010 • • 1582
iPad-ის გამოსვლა 1 თვით გადაიდო

კომპანია ეფლმა (Apple) აიპედის (iPad), მგრძნობიარე ეკრანის მქონე პლანშეტური კომპიუტერის საერთაშორისო გასვლა ბაზარზე ერთი თვით გადადო.

აიპედი მსოფლიო ბაზარზე მაისის ბოლოს გავა. ხოლო წინასწარი შეკვეთების მიღება 10 მაისს დაიწყება.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკაში აიპედზე მოთხოვნა ”გასაკვირად მაღალი იყო.”

გამოსვლის პირველსავე დღეს 300 ათასი ცალი აიპედი გაიყიდა. ეფლის წარმომადგენლების განცხადებით პირველი კვირისთვის მათ მხოლოდ 500 ათასი ცალი ჰქონდათ გამოშვებული.

აიპედის ფასი ამერიკაში 499 დოლარია (873ლარი).

ასობით ახალი აიპედის მფლობელები ჩივიან ეფლის ინტერნეტ გვერდზე, კავშირის პრობლემის გამო. ეფლი მათ პრობლემის გამოსწორებას დაპირდა, თუმცა  ამ მიზეზით გამოხმაურებები არ შემწყდარა.

”არაფერი მუშაობს. ის ერთდება მაშინ,როცა მას უნდა და ძელაკი წინ და უკან დადის, მაშინაც კი,როცა ერთ ადგილას ვარ”,-წერს ფილი2009, აფლის ინტერნეტ გვერდზე, 13 აპრილს.

ანალიტიკოსი იან ფოგი,”ფორესთერ რისერჩიდან” (Forrester Research)ბიბისისთან (BBC) ინტერვიუში ამბობს, რომ აიპედის გამოშვების გადადება მოსალოდნელი იყო.

”აიპედი ახალი კატეგორიის გამოგონებაა-ამ მიზეზით ვფიქრობ ძალიან რთული იქნება აფლისთვის ზუსტად გათვლილი გაყიდვების პროგნოზირება, სანამ პროდუქტი ბაზარზე ჩაეშვება. შესაძლებელია ქარხნული პრობლემების არსებობა, მაგრამ სავარაუდოდ ეს აიპედზე მოთხოვნას არ შეამცირებს.”

მან ასევე დაამატა, რომ ყველა ახალი ელექტრონული გამოგონება, მათ შორის მობილური ტელეფონი თუ სხვა ასეთივე პრობლემების წინაშე იდგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი