ტექნოლოგიები

ასტრონავტებმა ხომალდს კონდიციონირების სისტემა ”გარედან” მიუერთეს

16 თებერვალი, 2010 • 1142
ასტრონავტებმა ხომალდს კონდიციონირების სისტემა ”გარედან” მიუერთეს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან ფრენის პროგრამის ფარგლებში შეპირაპირებული „ინდევორის“ ასტრონავტები რობერტ ბენკენი და  ნიკოლას პატრიკი მეორეჯერ გავიდნენ ღია კოსმოსში. ამის შესახებ იუწყება აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო.

ღია კოსმოსში გასვლა მისიის მსველობისას სამი დაგეგმილიდან მეორეა. კოსმოსში ასტრონავტთა ყოფნის დრო დაახლოებით 5–6 საათს გაგრძელდა. მისი ამოცანა იყო მოდულის „ტრანკვილიტის“ ჩართვა კოსმოსური სადგურის საერთო გასაგრილებელ სისტემაში.

ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის ვახტზე დგას რიგით 22–ე ძირითადი ექსპედიციის ეკიპაჟი ამერიკელი მეთაურის ჯერი უილიამსისა და ოთხი ბორტინჟინრის – რუსეთის, იაპონიისა და აშშ–ს ასტრონავტების შემადგენლობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი