ტექნოლოგიები

ჩეთრულეტი

15 თებერვალი, 2010 •
ჩეთრულეტი

ჩეთრულეტი – ეს ახალი საიტია, რომელიც 17 წლის რუსმა სტუდენტმა შექმნა. ვინ იფიქრებდა, რომ ვებკამერით და ფლეშით კიდევ იყო დარჩენილი რაიმე ინოვაციური იდეა. ამ საიტის პრინციპი კი ძალიან მარტივია:

შედიხართ ჩეთრულეტზე, ავტომატურად აქტიურდება თქვენი ვებკამერა და ავტომატურად უკავშირდებით შემთხვევით შერჩეულ სხვა მომხმარებელს. ის ხედავს თქვენ კამერას, თქვენ – მისას. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ორი ადამიანი მომენტალურად, რენდომულად ხვდება პირისპირ :)) ახლა კი ორივეს გაქვთ არჩევანი – შეგიძლიათ დაელაპარაკოთ ერთმანეთს (ხმით ან ჩეთით) ან დააჭიროთ ღილაკს Next და დაუკავშირდეთ შემდეგ ადამიანს.

როკო
როკო

საიტმა გენიალურად მოახერხა, დრომოჭმული და არახალი ელემენტებისგან – ინტერნეტი, ჩეთი, მყისიერი შეტყობინებები და ვიდეო-ზარები – შეექმნა სრულიად ახალი მიმდინარეობა სოციალურ ვებში. პროექტი სულ რამდენიმე თვეა, რაც არსებობს. თუმცა, უზარმაზარი ტემპებით იზრდება და მასზე უკვე ნიუ-იორკ მეგეზინიც წერს. მთელ ინტერნეტს ვირუსულად მოედო ჩეთრულეტში გადაღებული ვიდეოები, სკრინშოტები და სხვადასხვა prank-ები.

სულ რაღაც 40 წუთია რაც ეს საიტი ვიპოვე და ვერ ვწყდები :D საოცრად ჩამთრევი რამეა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ჩემნაირ „სტაჟიან“ იუზერზე ამხელა ეფექტს მოახდენდა ახალი საიტი :)) ვუერთდები ბევრის მოსაზრებას და თავს ვდებ, რომ YouTube-ის შემდეგ ასეთი გასართობი პროექტი მსოფლიო ინტერნეტს არ ღირსებია :))

სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი