ტექნოლოგიები

Google-ის ბზუილი

11 თებერვალი, 2010 •
Google-ის ბზუილი

ის რაც სიტყვების Google Buzz მიღმა იმალება, ახალი სოციალური ქსელია, რომელიც Google-მა აამოქმედა. მთავარი სიახლე აქ ის არის, რომ Facebook-ისა და Twitter-ისგან განსხვავებით ბუზით სარგებლობის საშუალება Google-ის ფოსტიდან გაუსვლელად მოგეცემათ. ეს დროის ეკონომიის საშუალებასაც მოგცემთ და ადამინებთან თქვენ მჭიდრო კავშირს უზრუნველყოფს.

ახალი სოციალური ქსელის მხარდამჭერთა შორის არიან Youtube, Flick და Picasa, სწორედ მათი კონტენტების დათვლიერების საშუალებას მოგცემთ Buzz, თუ ამ სერვისის გააქტიურებას არ დაიზარებთ და უკვე ნაცნობ სოციალურ ქსელებს ამჯობინებთ ახალს.

ეს Google-ის მეორე მცდელობაა კონკურენცია გაუწიოს სოციალურ ქსელებს, მათ შორის ყველაზე პოპულარულ Facebook-ს, Twitter-ს და Myspace-ს. რამდენიმე წლის წინ კომპანიამ გამოუშვა Orkut, პროდუქტი, რომელიც პოპულარული ვერ გახდა. ახლა კი წარუმატებლობის გათვალისწინებით Gooogle  სერიოზულად გეგმავს სოციალურ ქსელში დამკვიდრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი