ნეტგაზეთი | მეტამასალები და პოლიმერები: ოპტიკური კომპიუტერების ხვალინდელი დღე მეტამასალები და პოლიმერები: ოპტიკური კომპიუტერების ხვალინდელი დღე – Netgazeti
RU | GE  

მეტამასალები და პოლიმერები: ოპტიკური კომპიუტერების ხვალინდელი დღე

ვიყენებთ კომპიუტერებს, ვსარგებლობთ მობილური კავშირით და ინტერნეტით… ყველა ეს სერვისი შეიძლება გაცილებით უფრო სწრაფი იყოს, თუ გამოვიყენებთ ოპტიკურ კომპიუტერებს ე.წ ფოტონურ მიკროსქემებზე (Photonic). ნანო–ოპტიკური ტექნოლოგია არის ელექტრონიკა მეტამასალების საფუძველზე, სადაც ინფორმაციის გადაცემა და შენახვა არა დენის, არამედ სინათლის ხარჯზე ხორციელდება.

Photonic
Photonic

ვიყენებთ კომპიუტერებს, ვსარგებლობთ მობილური კავშირით და ინტერნეტით… ყველა ეს სერვისი შეიძლება გაცილებით უფრო სწრაფი იყოს, თუ გამოვიყენებთ ოპტიკურ კომპიუტერებს ე.წ ფოტონურ მიკროსქემებზე (Photonic). ნანო–ოპტიკური ტექნოლოგია არის ელექტრონიკა მეტამასალების საფუძველზე, სადაც ინფორმაციის გადაცემა და შენახვა არა დენის, არამედ სინათლის ხარჯზე ხორციელდება.

wiki-ციტატა:

დღეისთვის ინფორმაციის საიმედოდ შენახვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალება სტანდარტული DVD დისკია, რომელიც პირველად 1996 წელს გამოჩნდა ბაზარზე. ინფორმაციის მოცულობა მერყეობს დიაპაზონში 4,7–დან 16–მდე გიგაბაიტი. ამჟამად ფართოდ ინერგება Blu-ray Disc ტექნოლოგია, (ე.წ. BD), რომლის ანონსირება 2006 წელს მოხდა. Blu-ray დისკებზე უკვე შესაძლოა 70 გიგაბაიტამდე ინფორმაციის შენახვა.

 

სანამ ტექნოლოგიური მიღწევები არ გადადგამენ ”შემდეგ ნაბიჯს” ინფორმაციის უფრო მჭიდროდ ჩაწერა შეუძლებელია. თუ მეტამასალისგან მყარი დისკის ანალოგს დავამზადებთ, მივიღებთ 100–ჯერ მეტი მოცულობის ინფორმაციის ”დამგროვებელს”.

მეტამასალები არის ელექტრომაგნიტური თვისებების მქონე ხელოვნურად შექმნილი ნივთიერება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ეს მიმართულება უაღრესად სწრაფად ვითარდება ბოლო 10 წლის განმავლობაში და უკვე გამოიყენება პრაქტიკაში.

ოპტიკური მეტამასალები, ამჟამად უკვე გამოიყენება ტომოგრაფების მგრძნობელობასა და გამოსახულების სიმკვეთრის გასაუმჯობესებლად. მედიცინაში არის პრობლემა – ტომოგრაფებს განსაზღვრული მკაფიოობა აქვთ. მეტამასალების გამოყენებისას გაუმჯობესდა მოწყობილობის მგრძნობელობა – სხეულის დეტალები უაღრესად მკაფიოდ ჩანს, რაც დიაგნოზის შედეგებს აუმჯობესებს.

ყველას უნახავს ტელევიზორები და მონიტორები თხევად კრისტალებზე. აქ გამოიყენება შენაერთები, რომლებსაც უწოდებენ თხევადკრისტალურ პოლიმერებს. ამ შენაერთებისგან შეიძლება დაამზადო ბოჭკო, რომელიც მახასიათებლებს, თვისებებს იცვლის სინათლის ზემოქმედებით. შეიძლება შექმნა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ფერს იცვლის რომელიმე კონკრეტული გამოსხივების ზემოქმედებისას. მაგალითად, ასეთი ტანსაცმლით ადამიანი თუ შეუფიცხებს ზურგს მზის სინათლეს, ზურგის მხარე ქამელეონივით ფერს შეიცვლის. მეორე მხარე კი სხვა ფერის იქნება.

მეცნიერის მიერ შემუშავებული მასალების გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და ორიგინალური საქონლის დაცვისთვის პოლიმერული ნიშნულის საფუძველზე დამზადებული სპეციალური ეტიკეტების დახმარებით – თვალით შეუძლებელია დაშიფრული წარწერის დანახვა, მაგრამ ულტრაიისფერი განათებით საქონლის ან ფასიანი ქაღალდის კოდირების გარჩევა შესაძლებელი გახდება.

ამრიგად იოლი იქნება იმის განსაზღვრა, ყალბია თუ ნამდვილი წამლები აფთიაქის ვიტრინაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი მეთოდით დაცული საქონელი მალე გამოჩნდეს მაღაზიების დახლებზეც.

ახალი პოლიმერბის უნიკალური თვისებები ამით არ ამოიწურება – ეს ის მასალებია, რომლებზეც ინფორმაციის ჩაწერა ფერადი გამოსახულებით შეიძლება. ფერად ფონზე ერთ გამოსახულებას ზევიდან შეიძლება დაადო მეორე. და ყოველი გამოსახულების დანახვა იქნება შესაძლებელი გარკვეულ პირობებში. თქვენ ალბათ უკვე წარმოიდგინეთ სარეკლამო ბილბორდების ბიზნესის აღზევების ახალი ტალღა…

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
კონსტანტინე სტალინსკი