ტექნოლოგიები

როგორი იქნება Sumsung Galaxy Note 5

5 აგვისტო, 2015 • • 2043
როგორი იქნება Sumsung Galaxy Note 5

ფოტო მასალასა და აღწერილობას საიტი Droid-life.сom ავრცელებს. თუ ვებ გვერდს დავუჯერებთ, Samsung-ის ახალი ფაბლეტის დიზაინი Galaxy S6-ის მსგავსია, ზომაში ცოტა უფრო დიდია და უკანა ზედაპირი ოდნავ შეზნექილია, რაც მის ხელში დაჭერას აადვილებს. ზედაპირი მეტალისა და გორილა მინისაგანაა დამზადებული.

 

ფაბლეტი იყენებს Android 5.1 Lollipop ოპერატიული სისტემას. მიკრო-USB პორტი, ყურსასმენების ჯეკი და ხმის გამაძლიერებელი მის ქვედა მხარესაა გადატანილი. Galaxy Note-ის სავიზიტო ბარათი – კალამი კვლავს თავის ადგილასაა და ახლა უკვე ზედა მხარეზე დაწკაპუნებით მისი წვერის შიგნით შეწევაა შესაძლებელი, ისევე, როგორც ჩვეულებრივ საწერ კალამზე.

 

შენარჩუნებულია ასევე, Action command-ის ფუნქცია და 16 მეგაფიქსელიანი კამერა. შემცირდა ფაბლეტის ბატარეის სიმძლავრე, თუმცა ის წინამორბედზე 5-ჯერ სწრაფად იტვირთება. RAM – 4GB. მეხსიერება 32GB, 64GB ან 128GB. სავარაუდოდ, მისი ფასი 600 ევრომდე იქნება. 

 

კომპანია ახალ ფაბლეტს ოფიციალურად რამდენიმე დღეში ნიუ იორკში გამართულ კონფერენციაზე წარადგენს. 

 

Samsung Galaxy Note 5 ფოტო: techradar.com
Samsung Galaxy Note 5 ფოტო: techradar.com

Samsung Galaxy Note 5 ფოტო: droid-life.com
Samsung Galaxy Note 5 ფოტო: droid-life.com

Samsung Galaxy Note 5 ფოტო: techradar.com
Samsung Galaxy Note 5 ფოტო: techradar.com

Samsung Galaxy Note 5-ის საწერი კალამი. ფოტო: techradar.com
Samsung Galaxy Note 5-ის საწერი კალამი. ფოტო: techradar.com

მასალების გადაბეჭდვის წესი