ტექნოლოგიები

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავის ახალი რეკორდი [ფოტო]

4 ივლისი, 2015 • • 2041
მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავის ახალი რეკორდი [ფოტო]

BBC-ის ცნობით, პილოტ ანდრე ბორშბერგის მიერ მართული თვითმფრინავი 3 ივლისს, ადგილობრივი დროით 05:55 საათზე დაეშვა. ჰაერში გატარებული 118 საათი და მანძილი, რომელიც თვითმფრინავმა საწვავის შეუვსებლად დაფარა, რეკორდულია. პილოტმა BBC-ის უთხრა, რომ ამდენი ხნის ფრენის მიუხედავად დაღლას ვერ გრძნობს, რადგან მოგზაურობა ძალიან საინტერესო იყო მისთვის.

ჰავაიზე ანდრე ბორშბერგი თავის კოლეგას “მზის იმპულსის” პროექტში ბერტრან პიკარს შეხვდა. პიკართან ერთად ანდრე ბორშბერგი ინაწილებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც პროექტ “მზის იმპულსის” ფარგლებში ხვდებათ და რომლის მიხედვითაც მათ დედამიწას უნდა შემოუფრინონ. “მზის იმპულსმა” მოგზაურობა არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუპდაბიდან დაიწყო 2015 წლის მარტის თვეში.

ჰავაიდან ფრენას აშშ-ის ქალაქ ფენიქსისკენ სწორედ პიკარდი გაარძელებს. BBC-ის ცნობით, ფენიქსისკენ ფრენა არ იქნება ისეთი გრძელი, როგორიც იაპონია-ჰავაის მონაკვეთი იყო, თუმცა მომავალი რეისი ოთხ დღესა და ოთხ ღამეს გაგრძელდება. ფენიქსიდან “მზის იმპულსი” ნიუ-იორკისკენ აიღებს გეზს და შემდეგ ატლანტის ოკეანის გავლით კვლავ აბუ-დაბიში დაასრულებს მოგზაურობას.

იაპონიიდან ჰავაიმდე ჩაღწევა საკმაოდ რთული ამოცანა იყო, რის გამოც პროექტის მონაწილეები ჩინეთში 5 კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ, რომ მისიის ფარგლებში პირველად განეხორციელებინათ ოკეანეზე გადაფრენა.

BBC წერს, რომ მზის იმპულსი არ არის განსაზღვრული იმისათვის, რომ სწორედ მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავები განსაზღვრავენ ავიაციის მომავალს, არამედ ეს არის მცდელობა იმის წარმოჩენისა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მეცნიერებამ მზის ენერგია.

მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი ჰავაის უახლოვდება (C) EPA/Bruce Omori 03.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი