ტექნოლოგიები

Samsung-მა რეკორდული შეკვეთები მიიღო Galaxy S6 და edge მოდელებზე

9 მარტი, 2015 •
Samsung-მა რეკორდული შეკვეთები მიიღო Galaxy S6 და edge მოდელებზე

პრეზენტაციიდან მოკლე ხანში კორეულმა კომპანიამ საკუთარი შედეგები გააუმჯობესა და ახალ მოდელებზე რეკორდული წინასწარი შეკვეთები მიიღო – 15 მილიონი Galaxy S6 და 5 მილიონი Galaxy S6 edge უკვე დაჯავშნილია.

 

მახასიათებლები:

 

ეკრანი: 12,954 სმ, რეზოლუცია 2560 x 1440 (super AMOLED)

პროცესორი: Exynos 7420

მეხსიერება: 32/64/128 GB

კამერა: წინა – 5 MP, უკანა – 16 MP

სისტემა: Android 5.0 Lollipop

ზომა: 143.4 x 70.5 x 6.8 მმ, 138 გრამი

ფერები: თეთრი, შავი, ლურჯი, ოქროსფერი

ბატარეა: 2,550 mAh

 

ახალი მოდელების დიზაინერებმა უარი უთხრეს პლასტმასს და არჩევანი მეტალსა და გორილა მინაზე (Gorilla Glass) შეაჩერეს: ალუმინის ჩარჩო მინის უკანა ზედაპირით, რომელიც არ იხსნება. რაც შეუძლებელს ხდის მობილურის ბატარეის და მეხსიერების ბარათის შეცვლას. წინამორბედისაგან განსხვავებით, ახალი მოდელები არ არის წყალგამძლე. ადგილს ინარჩუნებს სტანდარტული “Home” ღილაკი.

 

მიმომხილველთა აზრით, უფრო დიდი სიახლე გარეგნულად Galaxy S6 edge-ს შეეხო, რომლის გვერდებზე გაჩენილი მრუდეებიც მობილურს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს. Edge People-ის ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 5 კონტაქტი, მიანიჭოთ მათ სხვადასხვა ფერი და როცა მობილურს ეკრანის მხრიდან დადებთ, შემოსული ზარის ფერების ნათებით შეგიძლიათ ამოიცნოთ ზარის ავტორი. ასევე მობილურის კუთხეებში გამოჩენილი შეტყობინებები.

 

S სერიის წინა მოდელებთან შედარებით S6-სა და S6 edge-ს უფრო პატარა ბატარეა აქვთ (2,800-დან ის 2,550 mAh-მდე შემცირდა). სამსუნგი ცდილობს მომხმარებელს სიახლეები ამ კუთხითაც შესთავაზოს. ახალი მოდელების დატვირთვა უსადენოდაა შესაძლებელი. 2-საათიანი მოხმარებისათვის თქვენ მობილურის დენის წყაროსთან მიერთება 10 წუთით მოგიწევთ, ხოლო ძალების სრულად აღსადგენად მოწყობილობას 80 წუთი ესაჭიროება.

 

მობილურის კამერას, რომელიც მის გამორჩეულ ნაწილად მიიჩნევა, დაემატა ავტო HDR ფუნქცია, გამოსახულების ავტოსტაბილიზატორი და ფოტოფოკუსის რეგულირების საშუალება. Home ღილაკზე ორჯერ დაჭერით კი კამერა 0.7 წამში თქვენს განკარგულებაში იქნება. ასევე გაუმჯობესდა წინა კამერა, რომელსაც ფოტოს გადაღება ინფრაწითელი შუქის დახმარებით ცუდი განათების პირობებშიც შეუძლია.

 

ახალი მოდელები ინარჩუნებენ თითის ანაბეჭდის სკანერს და პულსის საზომ სენსორს, რომელიც ახლა უკვე კამერის მარჯვნივაა მოთავსებული.

 

მოცემულ ორ მოდელს ერთმანეთისაგან მხოლოდ ეკრანი განასხვავებს, ყველა დანარჩენი მახასიათებელი იდენტურია.

Sumsung Galaxy S6-სა და Galaxy S6 edge-ის ფასები უცნობია, ისევე, როგორც მათი გაყიდვაში ჩაშვების ზუსტი თარიღი.

მასალების გადაბეჭდვის წესი