ტექნოლოგიები

Youtube ათი წლისაა

13 თებერვალი, 2015 • • 1139
Youtube ათი წლისაა

“გარდიანის” ინფორმაციით, YouTube – ზე   პირველი ვიდეო 2005 წლის 25 აპრილს აიტვირთა, თუმცა 14 თებერვალს მისი დომეინი ოფიციალურად დარეგისტრირდა.

 

დღესდღეობით YouTube -ზე წუთში 300 საათის ხანგრძლივობის მასალა იტვირთება. იგი არის სივრცე, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა საკითხის ირგვლივ აერთიანებს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ვიდეოს მოიწონონ ან კომენტარი დატოვონ. სხვადასხვა აქტუალური საკითხი, სწორედ YouTube -ზე ატვირთული ვიდეოდან იღებს სათავეს.  

 

YouTube – ის შემქმნელებმა ჩედ ჰარლიმ, სტივენ ჩენმა და ჯავედ კარიმ პირველად 2005 წელს გამოაქვეყნეს ვიდეო სახელწოდებით ,,მე ზოოპარკში’’. დასაწყისში YouTube-ს ფინანსური დავალიანების გამო თავის დამკვიდრება გაუჭირდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ მას Google დაეხმარა. კომპანიამ YouTube 15 მილიონ აშშ დოლარად  შეიძინა,  სწორედ ამის შემდეგ გახდა YouTube ბიზნესი.

 

“სილიქანრეფუბლიქის” თქმით, YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეობს სულ ცოტა 7 მილიარდი მნახველი ჰყავს ყოველდღე, თვითერზე კი მისგან გავრცელებული 700-ზე მეტი ვიდეო იტვირთება წუთში.

 

YouTube აგრძელებს განვითარებას. ვებ-გვერდმა ცოტა ხნის წინ თავისი მუსიკის გამოწერის, ფილმების გაქირავებისა და “ლაივ სტრიმინგის” სერვისები დაამატა. სწორედ ამ სერვისების წყალობით ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქსელი გახდა მსოფლიოში.

 

საერთაშორისო ყოველწლიური სამომხმარებლო ელექტონიკის შოუ ლას-ვეგასში. © EPA 12.01. 2012
საერთაშორისო ყოველწლიური სამომხმარებლო ელექტონიკის შოუ ლას-ვეგასში. © EPA 12.01. 2012

მასალების გადაბეჭდვის წესი