ტექნოლოგიები

MFA: საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა

5 თებერვალი, 2015 •
MFA: საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მომხდარის დეტალების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.

 

“განხორციელებული კიბერ შეტევის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება აამოქმედოს სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი, რომელზეც მუშაობა ამ ეტაპზე ნაწილობრივ არის დასრულებული. შესაბამისად, ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს მასზე მოცემული არასრული ინფორმაციის გამო და ვაცნობებთ, რომ საიტის საინფორმაციო კონტენტის შევსება ახლო მომავალში დასრულდება. ვებ-გვერდის ახალი ვერსია მისამართზე www.mfa.gov.ge დღის განმალობაში გახდება ხელმისაწვდომი. ამჟამად შეფერხებით მუშაობს საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ვებ- გვერდებიც”, – წერია უწყების განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი