ტექნოლოგიები

Microsoft-ის ლიცენზიებს მთავრობა 19,2 მილიონ დოლარად შეიძენს

3 თებერვალი, 2015 • • 1132
Microsoft-ის ლიცენზიებს მთავრობა 19,2 მილიონ დოლარად შეიძენს

კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) საერთო  ღი­რებულება (დღგ-ის გათვალისწინებით) შეადგენს 19 287 100 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს სამ ეტაპად:


პირ­ველი ეტაპი – 7 451 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;


მეორე ეტაპი – 5 917 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;


მესამე ეტაპი – 5 917 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

 

ლიცენზიების შესყიდვისთვის პირველ ეტაპზე გადასახდელი თანხის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სარეზერ­ვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტროს კონტროლს დაქ­ვემ­დებარებულ სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს 7 451 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გამოუ­ყოს.

 

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა ზემოაღნიშნული ხელ­შეკრულებების გაფორმების შემდგომ უნდა უზრუნველყოს საბიუჯეტო ორ­განი­ზაციებთან Microsoft-ის ლიცენზიების მიწოდების მიზნით ხეშეკრულებების­ გაფორმება და შესაბამისი ლიცენზიების მიწოდება.

 

საქართველოს მთავრობის მიერ გასული წლის დეკემბერში მოწონებულ იქნა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანა­მედ­როვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის სხდომის ოქმი, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საფინანსო-ანალი­ტიკურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს კომპანია Microsoft-ის ლიცენ­ზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) შესყიდვის მიზ­ნით, კომპანია Microsoft-თან შემდეგი ხელშეკრულებების გაფორმება: „Enterprise Enrollment (Indirect) – X20-10471“, „Discount Transparency Disclosure Form – X20-12769“, „Product Selection Form – Specialized profile – CTM“, „Effective Date Amendment ID M23 – M23“; საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება კი საფინანსო-ანალიტი­კური სამსახურის უფროსს გიორ­გი კურტანიძეს მიენიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი