ტექნოლოგიები

iPhone 6, გონიერი საათი და მათი ფასი საქართველოში

10 სექტემბერი, 2014 • • 8237
iPhone 6, გონიერი საათი და მათი ფასი საქართველოში

 iPhone 6-ის ეკრანი 11.9 სანტიმეტრია,  iPhone 6+ -ის ეკრანის ზომა კი 14 სანტიმეტრს უდრის. ანალიტიკოსების აზრით სმარტფონის ზომების რადიკალური ზრდა მომხმარებლების ანდროიდის სისტემაზე გადასვლის პრევენციისკენაა მიმართული.

 

Apple-ის საათი ორი ზომისაა, მას თაჩსქრინი აქვს და ინტეგრირებულია Apple-ის სხვადასხვა აპლიკაციასთან, საათი აჩვენებს გულისცემას, რუკებს და მომხმარებლებს თავაზობს ეკრანის გამოსახულების მრავალფეროვან არჩევანს. პრეზენტაციისას არ დაუკონკრეტებიათ, დროის რა ინტერველაში დასჭირდება ახალ დივაისს დატენვა.

 

 

ახალი საათის გამოსაყენებლად მინიმუმ iPhone 5-ს ან უფრო ახალ მოდელს უნდა ფლობდეთ. საათის ღირებულება 349 დოლარია, ეს ფასი აღემატება სონის და მოტოროლას მიერ დაანონსებული საათების ფასს, ანდროიდის სისტემაზე შექმნილი საათები 2015 წლის დასაწყისში გამოვა.

 

კომპანიის განცხადებით, A8 ჩიპი, რომელიც ახალ სმარტფონს აქვს, 25% გაზრდით მუშაობის ეფექტურობას. ახალ სმარტფონს აქვს ე.წ. რეტინა დისპლეი, რომელიც გაუმჯობესებულია და კომპანი “რეტინა HD”-ის უწოდებს, ხოლო კამერა 8 მეგაპიქსელია.  iPhone 6 მომხმარებლებს თითო ინჩზე 326 პიქსელს თავაზობს  iPhone 6 + კი  401 პიქსელს.  მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით მონაცემები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ახალ სმარტფონს მაინც სჯობს Galaxy S5-ის, Galaxy Note 4-ის და HTC One-ის მონაცემები.

 

 

“Apple”-ის ახალი პროდუქცი 19 სექტემბრიდან გაიყიდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში  iPhone 6, რომლის მეხსიერებაც 16 გეგაბაიტია  199 დოლარი ეღირება.   64 გეგაბაიტიანი ვერსია – 299 დოლარი, 128 გეგაბაიტიანი კი,  399 დოლარი.  iPhone 6 + ფასი კი 299 დოლარიდან დაიწყება.  ეს ფასები ეხება 2-წლიანი კონტრაქტით შეძენილ სმარტფონებს. ტელეფონის ყიდვა პროვაიდერთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების გარეშე კი 649 დოლარი დაგიჯდებათ(16 გეგაბაიტი), 749 დოლარი (64 გეგაბაიტი) და 849 დოლარი (128 გეგაბაიტი).

 

iPhone-ის ახალი მოდელების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოშიც, “ITechnic Apple Store Tbilisi” მომხმარებლებს  iPhone 6-2299 ლარიდან და iPhone 6 Plus-2499 ლარიდან თავაზობს.

 

 
რაც შეეხება მაღაზია  “iPhone+”-ს, ისინი ახალი სმარტფონებს, როგორც თავად აცხადებენ, ექსკლუზიურობიდან გამომდინარე 9 999 ლარიდან გაყიდიან, უფრო კონკრეტულად კი iPhone 6 – 9 999 ლარი ეღირება, ხოლო  iPhone 6 plus – 14 999 ლარი.
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი