ნეტგაზეთი | ჯადოსნური ფანქარი, რომლითაც 16 მლნ ფერში დახატავთ ჯადოსნური ფანქარი, რომლითაც 16 მლნ ფერში დახატავთ – Netgazeti
RU | GE  

ჯადოსნური ფანქარი, რომლითაც 16 მლნ ფერში დახატავთ

“ფანქარი სქრიბლი” შესაძლებლობას გაძლევთ, 16 მილიონ ფერში დახატოთ. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

ფანქრის უნიკალური მოწყობილობით შესაძლებელია ნებისმიერი ფერის ნებისმიერი საგნიდან დასკანერება. როგორც “სქრიბლის” სარეკლამო ვიდეოში ჩანს, ფანქრის ერთი ბოლოს კედელზე შეხებით, რომელიც, მაგალითად, ვარდისფერია, მომხმარებელი დასკანერებული ფერის გამოყენებას როგორც ფურცლის, აგრეთვე, ციფრული ზედაპირის მქონე მოწყობილობაზე სახატავად გამოიყენებს.

scribble pen
scribble pen

 

“ჩვენი შთაგონების წყარო Microsoft Paint და Photoshop გახდა”, – ამბობს კევინ ჰარისონი, რომელიც მოწყობილობის განვითარებაზე ელექტროინჟინრებისა და ფერთა მეცნიერების ჯგუფთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, – “ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა რაღაც უფრო სწრაფი, ზუსტი, გამოსაყენებლად მარტივი, რომლის წაღებაც ნებისმიერ ადგილას იქნებოდა შესაძლებელი. მომხმარებელი სასურველი ფერს აიღებდა და შეინახავდა”.

 

ფანქარში მელანი ინდივიდუალური კარტრიჯების სახითაა ჩამაგრებული. თითოეული კარტრიჯის ღირებულება 3-დან 10-დოლარამდეა.

 

თავად ფანქარი, რომლის საფასური 300 დოლარია, ბლუთუზის დახმარებით სმარტ ფონებსა და ტაბლეტებს უკავშირდება, რისი საშუალებითაც მომხმარებელს ფერების მოძებნა, დათაგვა და მათი დაკონვერტირება სხვადასხვა ფორმატში შეეძლება.

“სქრიბლის” წინამორბედი კომპანია “ეფლმა” შექმნა, სახელწოდებით, “მაკფეინთი”. პროდუქცია წარმოებაში 1984 წელს ჩაეშვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი