ნეტგაზეთი | ტოკიოს ცუნამისა და წყალდიდობისაგან მიწისქვეშა სისტემა იცავს [ფოტო] ტოკიოს ცუნამისა და წყალდიდობისაგან მიწისქვეშა სისტემა იცავს [ფოტო] – Netgazeti
RU | GE  

ტოკიოს ცუნამისა და წყალდიდობისაგან მიწისქვეშა სისტემა იცავს [ფოტო]

სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარე იაპონია 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ემზადება. თამაშების მასპინძელი ქალაქის ტოკიოს მერიამ მიწისქვეშა რეზერვუარების მასიური სისტემა შექმნა, რათა წყალდიდობის შემთხვევაში ქალაქი დატბორვისგან დაიცვას. 

ტოკიოს მთავრობამ კატასტროფის თავიდან აცილების მექანიზმი შეიმუშავა, რადგან სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 70%-იანი ალბათობით, ტოკიოს მიდამოებში 7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მომდევნო 30 წელიწადში მოხდება. მიწისქვეშა მასიური რეზერვუარის აშენება 1992 წელს დაიწყო.

ზაფხულის პერიოდში გადაუღებელმა წვიმებმა და ტაიფუნმა ტოკიოს ცენტრალურ რაიონის დატბორვა არაერთხელ გამოიწვია. ქალაქი აშენებს მიწის ქვეშ მასიურ რეზერვუარებს, რომელსაც მაღალი დინების მართვის ცენტრი დაიცავს სანაპიროს ცუნამისა და მაღალი ტალღებისგან.

წყალდიდობისგან დაცვის სისტემა შედგება მიწისქვეშა გვირაბებისგან, რომელიც ქმნის მასიურ რეზერვუარს. მას 540 ათასი კუბური მეტრი ტევადობის წყლის მიღება შეუძლია. გვირაბები 4.5 კილომეტრის სიგრძის, 12.5 სიგანისა და 40 მეტრის სიღრმისაა.

იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, კატასტროფებს ყოველწლირად უამრავი ადამიანი სიცოცხლე და საკუთრება ეწირება იაპონიაში. 1950 წლიდან მოყოლებული მსხვილმასშტაბიანმა მიწისძვრებმა და ტაიფუნმა ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

ამის გათვალისწინებით, იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა კატასტროფის თავიდან აცილების გეგმა. გეგმის ფარგლებში მთავრობამ შიემუშავა მიწის კონსერვაციის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით, ამინდის პროგნოზის გაუმჯობესება, კატასტროფების შესახებ საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემის გაუმჯობესება. ამის შემდეგად კატასტროფების რაოდენობამ იკლო.

სურათზე გამსოახულია ტოკიოს ნავსადგურის კარიბჭე, რომელსაც მაღალი მოქცევის მართვის ცენტრი აკონტროლებს. © epa, 28.07.2014

ღრუბლები ტოკიოს
ღრუბლები ტოკიოს ‘ცისარტყელას ხიდის’ თავზე. © epa, 28.07.2014

ტოკიოს მერიის თანამშრომლები სხედან ოთახში, საიდანაც მიწისქვეშა რეზერვუარების სისტემა იმართება. © epa, 28.07.2014
ტოკიოს მერიის თანამშრომლები სხედან ოთახში, საიდანაც მიწისქვეშა რეზერვუარების სისტემა იმართება. © epa, 28.07.2014

სურათზე გამსოახულია ტოკიოს ნავსადგურის კარიბჭე, რომელსაც მაღალი მოქცევის მართვის ცენტრი აკონტროლებს. © epa, 28.07.2014
სურათზე გამსოახულია ტოკიოს ნავსადგურის კარიბჭე, რომელსაც მაღალი მოქცევის მართვის ცენტრი აკონტროლებს. © epa, 28.07.2014

ტოკიოს მერიის თანამშრომლები ანათებენ მიწისქვეშა რეზერვუარს, რომელიც იმისთვის აშენდა, რომ  წყალდიდობის შემთხვევაში მდინარე კანდისგან ტოკიო დატბორვისგან დაიცვას  © epa, 28.07.2014

ტოკიოს მერიის თანამშრომელი ანათებს მიწისქვეშა რეზერვუარს, რომელიც იმისთვის აშენდა, რომ  წყალდიდობის შემთხვევაში ტოკიო დატბორვისგან დაიცვას  © epa, 28.07.2014

პრესის წარმომადგენლები იმყოფებიან მიწისქვეშა გვირაბში, რომელიც მიემართება რეზერვუარისკენ, რომლის ტოკიოს დატბორვისგან დასაცავად შეიქმნა  © epa, 28.07.2014

ტოკიოს მერიის თანამშრომელი ზის ოთახში, საიდანაც მიწისქვეშა რეზერვუარების სისტემა იმართება. © epa, 28.07.2014
ტოკიოს მერიის თანამშრომელი ზის ოთახში, საიდანაც მიწისქვეშა რეზერვუარების სისტემა იმართება. © epa, 28.07.2014

სურათზე გამსოახულია ტოკიოს ნავსადგურის კარიბჭე, რომელსაც მაღალი მოქცევის მართვის ცენტრი აკონტროლებს. © epa, 28.07.2014
სურათზე გამსოახულია ტოკიოს ნავსადგურის კარიბჭე, რომელსაც მაღალი მოქცევის მართვის ცენტრი აკონტროლებს. © epa, 28.07.2014

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი, მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით