ტექნოლოგიები

Microsoft–მა Nokia–ს სატელეფონო ბიზნესი იყიდა

26 აპრილი, 2014 • • 1249
Microsoft–მა Nokia–ს სატელეფონო ბიზნესი იყიდა

აღნიშნული გარიგების მიხედვით, Nokia–მ ტელეფონების წარმოება დაასრულა.

 

“დღეს Nokia–ს ბიზნეს-სერვისი და მოწყობილობები ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. მისი შესაძლებლობები და აქტივები ხელს შეუწყობს ჩვენს ტრანსფორმაციას”.– განაცხადა Microsoft–ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ. 

 

დღეიდან ფინური კომპანია ძირითათად ქსელებზე, რუკების სერვისზე, ტექნოლოგიური განვითარებასა და ლიცენზიებზე იმუშავებს. 

 

Nokia–ს ორი ქარხანა Microsoft–თან დადებული გარიგების მიღმა დარჩა. ერთი ინდოეთში, რომლის აქტივებსაც ქვეყნის საგადასახადო ორგანოები გაყინავენ, ხოლო მეორე- სამხრეთ კორეაში, რომლის დახურვაც იგეგმება. 

 

Nokia–ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ელოპი Microsoft–ის დივაის ჯგუფის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი გახდა, მისი პასუხისმგებლობის ქვეშაა Lumia– სმარტფონი, ტაბები, Nokia-ს მობილური ტელეფონები -Xbox, Microsoft Surface, და Perceptive Pixel (PPI) პროდუქცია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი