ტექნოლოგიები

გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში ფეისბუკს ყველაზე საინტერესოდ გოგა ხაჩიძე იყენებს

13 თებერვალი, 2014 • • 1094
გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში ფეისბუკს ყველაზე საინტერესოდ გოგა ხაჩიძე იყენებს

ნეტგაზეთმა ზემოხსენებული გამოკითხვა ფეისბუკის დაარსებიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით ჩაატარა. ხაჩიძემ ხმების უმრავლესობა: 53.56% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგი გვახარია – 12%, მესამეზე – თამარ ჩერგოლეიშვილი, “ტაბულას” მთავარი რედაქტორი, მან ხმების 9.34% მიიღო. ილია მეორემ ხმების საერთო რაოდენობის 3% მიიღო, ლევან რამიშვილმა – 2,91 პროცენტი, დავით ზურაბიშვილმა – 2,45 პროცენტი, თინა ხიდაშელმა – 1,71%, შალვა რამიშვილმა – 1,48%, ია ანთაძემ – 1%, სოფო ბუკიამ – 0,4%.

 

14% თვლის, რომ აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში ყველაზე საინტერესოდ არა ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატები, არამედ სხვა ადამიანი იყენებს.

 

გამოკითხვა 4 თებერვალს დაიწყო და ერთ კვირის შემდეგ შეწყდა.  მასში მონაწილეობა 1,755–მა ადამიანმა მიიღო. ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ იყო შესაძლებელი და გამოყენებული იყო გამოკითხვის ონლაინ პლატფორმა polldaddy.com.

 

ეს გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატული და არ ასახავს საქართველოს მთელი მოსახლეობის ან ინტერნეტმომხმარებლების საერთო რაოდენობის აზრს. 

გამოკითხვებს პერიოდულად ატარებს ნეტგაზეთი, რათა გაიგოს მკითხველების აზრი ამა თუ იმ საკითხზე.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი